დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 16, 2013

„მაზერატიმ“ გაყიდვები თითქმის გააოთხმაგა

Maserati Already Has 22,500 New Car Orders This Year, Compared to 6,300 in 2012
16 ოქტომბერი
„მაზერატის“ მიზნად აქვს დასახული წლიური გაყიდვების 50 000-მდე გაზრდა. ამ მიზნის მიღწევა 2015 წლითვის იგეგმება და როგორც ჩანს, იტალიურ კომპანიას ეს არ გაუჭირდება, რადგან პირველ სამ კვარტალში უკვე 22 500 ავტომობილზე აქვს შეკვეთა მიღებული. შედარებისთვის, შარშან მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 6 300 ავტომობილი გაჰყიდა.
აღსანიშნავია, რომ „მაზერატის“ გაყიდვების ძველი რეკორდი 9 000 ავტომობილი იყო, რაც 2008 წელს დაფიქსირდა. მოდენელებს გაყიდვების ასეთი მაღალი ტემპით ზრდაში ორი ახალი ავტომობილის - „კვატროპორტეს“ და „გიბლის“ წარმოების დაწყება დაეხმარა. მალე კი მათი გამა უგზოობის ავტომობილითაც შევსება.
„ახალი მოდელების წარმოებაში ჩვენს მერ გაღებულ ინვესტიციებს პირველი შედეგები უკვე მოაქვს“, - ამბობს „მაზერატის“ მთავარი აღმასრულებელი ჰარალდ ვესტერი. ცნობილია, რომ „ფიატმა“, რომლის ჯგუფშიც შედის „მაზერატი“, 2011-2014 წლებში თავისი პრემიუმ ბრენდის განვითარებას 1.5 მილირდი ევრო მოახმარა.
„მაზერატის“ ავტომობილებიდან ყველაზე პოპულარულია სრულგაბარიტიანი სედანი „კვატროპორტე“ (110 000 ევრო ღირს), რომელზეც დაახლოებით 9 900 შეკვეთაა მიღებული. 7 900 შეკვეთა მოდის საშუალო ზომის (ყველაზე პატარაა გამაში) სედან „გიბლიზე“. „გრან ტურიზმოსა“ და „გრან კაბრიოზე“ ჯამში 5 000 შეკვეთა მოდის.
ვესტერი ამბობს, რომ უგზოობის „ლევანტეს“ წარმოებას მისი კომპანია 2015 წელს გამოუშვებს. იტალიური კომპანია ვარაუდობს, რომ ეს მის გამაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი იქნება, რომელსაც წლიურად 20 000-25 000 მყიდველი ეყოლება.

No comments:

Post a Comment