დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 16, 2013

„რენომ“ ფორმულა ერთის ახალი რეკორდი დაამყარა

Renault Sets New Formula One Record
16 ოქტომბერი
„რენო სპორტის“ მიერ შემუშავებული ძრავებით ოთხი გუნდის მანქანებია აღჭურვილი, რომელთაგან „რედ ბული“ მალე ზედიზედ მეოთხე ტიტულს მოიპოვებს. თუმცა სანამ ეს მოხდება, ფრანგულმა კომპანიამ ფ1-ის ახალი რეკორდი დაამყარა. იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში მარკ ვებერის გამარჯვებამ, „რენო სპორტს“ 209-ე პოული მოაპოვებინა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე, „რედ ბული“ 148 ქულას უგებს „ფერარის“. მართალია, იტალიურ გუნდს გასწრების პრაქტიკულად არავითარი შანსი არ აქვს, მაგრამ თავად მარანელოელებიც უკვე შეგუებულები არიან იმას, რომ წითელ ხარებს ტიტულს ვერ შეეცილებიან და ახლა იმაზე ზრუნავენ, რომ მეორე ადგილი შეინარჩუნონ. მოკლედ, ინდოეთში „რედ ბული“ და სებასტიან ფეტელი ალბათ ზედიზედ მეოთხე ტიტულს იზეიმებენ.
რაც შეეხება რეკორდულ, 209-ე პოულს, ის გუნდს იმ პილოტმა მოუპოვა, რომელიც მომავალი სეზონიდან ფ1-ში აღარ იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ „რენო“ ფორმულა ერთში 1977 წლიდან მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ფ1-ში ტურბო ძრავები პირველმა სწორედ რომბებმა გამოიყენეს. საინტერესოა ისიც, რომ „რენოს“ ძრავებს პოულების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელიც აქვს. ამ აგრეგატებით, რბოლების 40 პროცენტშია პოული მოგებული. „ფერარის“ ანალოგიური მაჩვენებელი 28 პროცენტია, „მერსედესისა“ კი - 20.
რაც შეეხება გამარჯვებებს, „რენოს“ ძრავებით 16 რბოლაა მოგებული. გარდა ამისა, „რენომ“ კონსტრუქტორთა 11 თასი და პილოტების 10 ტიტულიც მოიგო.

No comments:

Post a Comment