დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 12, 2013

„ფორდმა“ ახალი „ექსპლორერი“ ელაბუგაშიც გამოუშვა

Ford Begins Production of the Latest Explorer SUV in Russia
12 აპრილი

„ფორდმა“ ახალი „ექსპლორერის“ წარმოება ელაბუგას (თათრეთის რესპუბლიკა) ქარხანაში დაიწყო. ამ სრულგაბარიტიანი უგზოობის ავტომობილის 23-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მას „ფორდ“ შტატებს გარეთ აწარმოებს. კომპანის „სოლერსის“ ქარხნის მთელი პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

სიჩქარის ახალი რეკორდი ღია მანქანებისთვის

Bugatti Veyron GS Vitesse Sets New Open-Top Speed Record at 409KM/H
12 აპრილი
„ბუგატი ვეირონს“ სერიული ავტომობილების სიჩქარის რეკორდი 2010 წელს აქვს დამყარებული. მაშინ მოდიფიკაცია „ვეირონ 16.4 სუპერ სპორტმა“ 431.072 კმ/სთ განავითარა. და აი, ახლახანს „ბუგატიმ“ კიდევ ერთი რეკორდი დაისაკუთრა. ოღონდ ამჯერად, ღია ავტომობილებისთვის. ჩინელმა მრბოლმა ენტონი ლიუმ კაბრიოლეტ „ვეირონით“ 408.84 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

„ეკომოტორსი“ შემხვედრდგუშიან ძრავებს გამოუშვებს

EcoMotors Signed a $200 Miliion Deal With China to Build Two-Strokers
12 აპრილი

ამერიკული კომპანია „ეკომოტორსი“, სრულიად ახალი ტიპის, შემხვედრ დგუშიან ძრავებს ჩინეთში გამოუშვებს. ამისათვის, კომპანია „ჟონდინ პაუერთან“ ერთობლივი საწარმო შეიქმნება. ახალ ქარხანას პროვინცია ანჰოიში ჩინური კომპანია ააშენებს, „ეკომოტორსი“ კი მის ეკიპირებას უზრუნველყოფს. გამოცემა „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, ორივე მხარე ამ პროექტში 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას გაიღებს.

ახალი 1.5-ლიტრიანი ეკობუსტი „ფიუჟნისა“ და „მონდეოსთვის“


Ford Confirms 1.5L EcoBoost for 2014 Fusion and Mondeo
12 აპრილი
ოღონდ, ოთხცილინდრიანი და არა სამიანი, როგორც ადრე ვებგვერდი „ფორდ ინსაიდნიუსი“ გავრცელებული ინფორმაცია გვატყობინებდა. ახალი ძრავის წარმოებას ამერიკული კომპანია თავის რუმინულ ქარხანაში (რომელიც ქალაქ კრაიოვაში მდებარეობს), აპრილის ბოლოს დაიწყებს. ამავე ქარხანაში ცისფერი ოვალი 1.0-ლიტრიან სამცილინდრიან ეკობუსტს და მინივენ „B-მაქსსაც“ აწარმოებს. მომავალში, ოთხცილინდრიან 1.5-ლიტრიან ეკობუსტს „ფორდი“ სხვა ქარხნებშიც გამოუშვებს.

წყალბადზე მომუშავე სარბოლი „ასტონ მარტინ რეპიდ S“

Aston Martin Sends Hydrogen-Burning Rapide S to Racing!
12 აპრილი
„ასტონ მარტინმა“ და კომპანია „ელსეტ გლოუბლმა“, რომელიც ახალ ტექნოლოგიებსა და ინჟინირინგზეა სპეციალიზებული, ერთობლივი პროექტი წამოიწყეს, რომლის მიზანიც, სედან „რეპიდ S-ით“ ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობაა. ავტომობილი, რომლითაც ისინი რბოლაში ასპარეზობას გეგმავენ, პროტოტიპის სახით არსებობს. ის წყვილ ტურბო კომპრესორიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ბენზინის გარდა, წყალბადზე მუშაობაც შეუძლია.

მასას ჩინური გაელვება

Massa sets pace in Chinese GP practice
12 აპრილი
... ჯერ მხოლოდ ორი პრაქტიკის შემდგომ, თუმცა ის ფაქტი, რომ ფელიპე მასა ისევ ვიხილეთ ცხრილის სათავეში, ორ რამეზე მიგვანიშნებს - „ფერარი“ ფორმაშია, ყოველ შემთხვევაში, შანჰაის ტრეკზე მაინც. მეორეც, მასამ საბოლოოდ დაივიწყა ის კოშმარი, რომელიც უნგრეთის 2009 წლის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, თავისი რეალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა.