დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 12, 2013

სიჩქარის ახალი რეკორდი ღია მანქანებისთვის

Bugatti Veyron GS Vitesse Sets New Open-Top Speed Record at 409KM/H
12 აპრილი
„ბუგატი ვეირონს“ სერიული ავტომობილების სიჩქარის რეკორდი 2010 წელს აქვს დამყარებული. მაშინ მოდიფიკაცია „ვეირონ 16.4 სუპერ სპორტმა“ 431.072 კმ/სთ განავითარა. და აი, ახლახანს „ბუგატიმ“ კიდევ ერთი რეკორდი დაისაკუთრა. ოღონდ ამჯერად, ღია ავტომობილებისთვის. ჩინელმა მრბოლმა ენტონი ლიუმ კაბრიოლეტ „ვეირონით“ 408.84 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

სხვათა შორის, „ვეირონ GS ვიტესის“ პრეზენტაციისას, „ბუგატიმ“ მის მაქსიმალურ სიჩქარედ 375 კმ/სთ გამოაცხადა. მაგრამ ამ ავტომობილის რეალურ შესაძლებლობათა ტესტირებისას, 400 კმ/სთ-იან ზღვარს ადვილად მისწვდა. რეკორდული გარბენი „ფოლკსვაგენის“ სატესტო ტრეკ ერა-ლესიენზე (გერმანია) შედგა. ლიუმ განაცხადა, რომ სუპერ ავტომობილს კომფორტი და მდგრადობა მაშინაც არ დაუკარგავს, როდესაც სიჩქარემ 400 კმ/სთ-ს მიაღწია.


„ეს ავტომობილი ასეთ სიჩქარეზეც წარმოუდგენლად კომფორტული და სტაბილურია. თავმოხდილი ავტომობილი ძრავის უკეთ მოსმენის საშუალებას იძლევა. მის ხმას ქარი დიდ სიჩქარეზეც კი ვერ ახშობდა“, - განაცხადა ლიუმ.
„ბუგატი ვეირონ გრანდ სპორტ ვიტესი“ 8-ლიტრიანი W16 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 1200 ცხენის ძალას და 1500 ნიუტონმეტრს (3000-5000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. ავტომობილი, რომლითაც ლიუმ რეკორდი დაამყარა, ორ - შავ და ფორთოხლისფერშია გამოწყობილი. სხვათა შორის, სერიული ავტომობილების რეკორდსმენი „ვეირონ 16.4 სუპერ სპორტიც“ ზუსტად ამ ფერებში იყო შეღებილი.
ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, „ბუგატი“ სპეციალურ ვერსიას გამოუშვებს, რომლის ვერსია „ვეირონ 16.4 გრანდ სპორტ ვიტესსაც“ მეტსახელი WRC (უორლდ რეკორდ ქარ) დაამშვენებს. ავტომობილი, რომელსაც საზოგადოებას შანჰაის მოტორ შოუზე წარუდგენენ, 1.99 მილიონი ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment