დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 12, 2013

მასას ჩინური გაელვება

Massa sets pace in Chinese GP practice
12 აპრილი
... ჯერ მხოლოდ ორი პრაქტიკის შემდგომ, თუმცა ის ფაქტი, რომ ფელიპე მასა ისევ ვიხილეთ ცხრილის სათავეში, ორ რამეზე მიგვანიშნებს - „ფერარი“ ფორმაშია, ყოველ შემთხვევაში, შანჰაის ტრეკზე მაინც. მეორეც, მასამ საბოლოოდ დაივიწყა ის კოშმარი, რომელიც უნგრეთის 2009 წლის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, თავისი რეალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა.

„როგორც კი რბილი რეზინი დავაყენე, მანქანა მკვეთრად შეიცვალა. აშკარად უკეთესი გახდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხვა მანქანაზე დავჯექი. რაც მთავარია, ჩვენი სარბოლო ტემპი კონკურენტულია. მანქანა ორივე ტიპის საბურავზე კარგად სამართავია. რეზინი ინტერნსიურად არ ცვდება. მაგრამ სარბოლო სტრატეგიის შემუშავებისას, აუცილებლად მოგვიწევს იმის გათვალისწინება, რომ სოფტები უფრო ინტენსიურად ცვდება“, - განაცხადა მასამ, ვისაც წინა ოთხი რბოლის კვალიფიკაციაში, თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო დამარცხებული ჰყავს.
ჩინური რბოლის შარშანდელმა გამარჯვებულმა ნიკო როსბერგმა პირველ პრაქტიკაზე იყოჩაღა. მან თითქმის ნახევარი წამით აჯობა ლუის ჰამილტონს. აღსანიშნავია, რომ როსბერგი შანჰაის წინა სამ რბოლაში ლიდერი იყო, მაგრამ მხოლოდ შარშან შეძლო გამარჯვება, რაც „მერსედესისთვის“ (როსბერგისთვისაც) ჯერჯერობით ერთადერთი მოგებაა. სამაგიეროდ, ჰამილტონი ერთადერთი პილოტია, ვისაც ჩინეთში ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
„მანქანაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ძალიან სასარგებლო დღე გვქონდა. მოკლე და ერთწრიან გამოსვლებზე კარგი დრო გვაქვს, მაგრამ ხაგრძლივ გამოსვლებზე რაღაც შესაცვლელია. საბურავების ცვეთის ინტენსიურობაც მაღალია“, - ყვება როსბერგი, ვინც მეორე პრაქტიკაზე, წინაზე ნაჩვენები დროის გაუმჯობესება კი შეძლო, თუმცა მაინც მხოლოდ მეოთხე დროს დასჯერდა.
რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს „რედ ბულში“ შექმნილი სიტუაცია. გარეგნულად ყველაფერი კარგადაა, თუმცა ჩინეთში ჩასვლის წინ, აშკარა გახდა, რომ ავსტრიული საჯინიბო არანაირად არ აპირებს სებასტიან ფეტელის მხარდაჭერის შესუსტებას. რაც შეეხება მარკ ვებერს, მას სიტუაციასთან შეგუება მოუწევს. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ამიერიდან აღარც ავსტრალიელმა მიიღოს ხოლმე გუნდური მითითებები. ისე, ამას აზრი მაინც არ ექნება - ვებერი მათ მაინც არ შეასრულებს...
შანჰაის ორივე პრაქტიკაზე, ის ფეტელზე სწრაფი იყო. პირველ სესიაზე ვებერი მხოლოდ სამქიმიანების პილოტებს ჩამორჩა, მეორეზე კი ორი ადგილით დაქვეითდა. სამაგიეროდ, ფეტელმა მხოლოდ მეათე დრო აჩვენა.
ალონსო თავის კოლეგაზე თავშეკავებული იყო. მან განაცხადა, რომ ის სიახლეები, რომლებიც მანქანაზე მალაიზიის შემდეგ გამოჩნდა, იმდენად ეფექტური ვერაა, როგორც ელოდნენ. და მაინც, ალონსომ აღიარა, რომ წინსვლა მაინც არის.
დაბოლოს, ერთ-ერთი „კატერჰემით“ ჩინელმა მა ქინჰუამ ივარჯიშა. ეს ფ1-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინურ ტრეკზე რბოლაში ჩინელი მრბოლი ასპარეზობდა.

ჩინეთის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:36.717
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:37.171
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:37.658
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:37.942
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:37.965
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:38.069
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1:38.095
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               1:38.125
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:38.398
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:38.561
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:38.790
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:39.057
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:39.158
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               1:39.180
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:39.336
16. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:39.360
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:39.392
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:40.032
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:41.966
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:42.056
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1:42.083
22. მა ქინჰუა (ჩინეთი, კატერჰემი)                                 1:43.545

მეორე პრაქტიკა
1. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1:35.340
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:35.492
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:35.755
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:35.819
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:36.092
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:36.432
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:36.496
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               1:36.514
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:36.595
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:36.791
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:36.940
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:36.963
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                1:37.103
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:37.206
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:38.127
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:38.185
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               1:38.211
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:38.276
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:38.725
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1:39.271
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:39.814
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1:43.227

No comments:

Post a Comment