დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 24, 2012

„აუდი“ ლე მანის პროტოტიპის ბაზაზე სუპერქარ R20-ს გამოუშვებს

Audi R20, Le Mans-based diesel supercar, said to come in 2016
24 დეკემბერი
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „აუდი“ ახალი სუპერ ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რომელიც ლე მანის ტრიუმფატორი სპორტული პროტოტიპის ბაზაზე შეიქმნება. გერმანული კომპანიის კვლევისა და განვითარების შეფმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა ბრიტანულ გამოცემა „ავტო ექსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი სუპერ ავტომობილი დიზელ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება და კონკურენციას გაუწევს ისეთ მონსტრებს, როგორებიც მალე გახდებიან „მაკლარენ P1“, „ფერარი F70“ და „პორშე 918“.

„ფორდ ფოკუსი“ მსოფლიოს ბესტსელერია

The World's Most Popular Cars: A New Champ
24 დეკემბერი
„ფორდ ფოკუსი“ თავის სამშობლოში, ამერიკაში საუკეთესო გაყიდვებით ვერ გამოირჩევა, ბესტსელერების ათეულშიც კი ვერ შედის, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ ავტომობილს, უფრო სწორედ, „ფოკუსის“ ოჯახს, ბადალი არ მოეპოვება. განსაკუთრებული პოპულარობით, ეს სპორტული ყაიდის ჰეჩბეკი აზიის (მეტადრე ჩინურ) მზარდ ბაზრებზე სარგებლობს. და ყველა ნიშანია იმისა, რომ მილიონიან ზღვარს გადალახავს. რაც მთავარია, მსოფლიო ლიდერობას „ტოიოტა კოროლას“ ჩამოართმევს.