დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 12, 2013

ჩინეთი „ჯენერალ მოტორსისთვის“ უდიდესი ბაზარი გახდა

China Is Now GM's Biggest Car Market by Volume
12 ივლისი
ეს მოსალოდნელი იყო და მოხდა კიდეც! მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარი, „ჯენერალ მოტორსისთვისაც“ უდიდესი გახდა. წლის პირველ ექვს თვეში, ამერიკულმა კომპანიამ ჩინეთში უფრო მეტი ავტომობილი გაჰყიდა, ვიდრე - ამერიკაში. თავის ერთობლივ საწარმოებთან ერთად, გენერლებმა ცისქვეშეთში 1.6 მილიონი ახალი ავტომობილი გაჰყიდეს, რაც 200 000-ით მეტია ამერიკაში რეალიზებული ავტომობილების რაოდენობაზე.

გუდვუდის სკულპტურა „პორშე 911-ის“ იუბილეს მიეძღვნა (ვიდეო)

Amazing 2013 Goodwood Statue Celebrates Porsche 911
12 ივლისი
ლეგენდარულ „პორშე 911-ს“ წელს 50 წელი შეუსრულდა. და გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის ტრადიციული ქანდაკება სწორედ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მიეძღვნა. ჯერ ერთი, გერმანული კომპანია ფესტივალის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს. მეორეც, უზარმაზარი ქანდაკება გუდვუდის სასახლის შესასვლელში აღიმართა და მთელი ფესტივალის დროს, ის მუდმივად დამსწრე საზოგადოების (როგორც მოელიან, სამ დღეშ მას 180 000 მაყურებელი დაესწრება) ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული.