დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 30, 2013

„მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორობა შეიძლება ფ1-ის გასცდეს

McLaren and Honda’s F1 Engine Partnership May Extend to Road Cars
30 ივლისი
მართალია, ფორმულა ერთის მიღმა თანამშრომლობას ამ ეტაპზე ორივე კომპანია გამორიცხავს, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ „მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორული ურთიერთობა მომავალში საგზაო ავტომობილებსაც შეეხოს, - „ავტოქართან“ საუბარში განაცხადა „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა.

ფ1-ის მომავალი სეზონის კალენდრიდან ინდური ეტაპი ამოვარდა

Indian Grand Prix dropped from Formula 1 in 2014, but back for 2015
30 ივლისი
გაირკვა ერთ-ერთი იმ ეტაპთაგან, რომლებიც მომავალი სეზონის კალენდარში აღარ შევა. ესაა ინდოეთის დიდი პრიზი, რომლის ორგანიზატორებსაც ამ სეზონშიც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ამის გამო, იყო ეჭვი, რომ მიმდინარე სეზონის კალენდარი 18-მდე შემცირდებოდა. ეს ინფორმაცია თვით ბერნი ეკლსტოუნმა დაადასტურა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართა, ინდური ეტაპი 2015 წლის კალენდარში დაბრუნდება.

„ფორდი“ დაკარზე ორი „რეინჯერით“ გამოვა

Ford to enter 2014 Dakar Rally with two purpose-built Rangers
30 ივლისი
„ფორდმა“ დაადასტურა, რომ დაკარის 2014 წლის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, რაშიც თავისივე სამხრეთაფრიკული დივიზიონი დაეხმარება. ამერიკული კომპანია რალი მარათონზე ორ ეკიპაჟს გამოიყვანს, რომლებიც სპეციალურად მომზადებულ პიკაპ „რეინჯერებით“ იასპარეზებენ. მათგან ერთის საჭესთან არგენტინელი ლუსიო ალვარესი მიუჯდება, მეორესას კი - სამხრეთ აფრიკელი კრის ვისერი.

„სუზუკი“ „ფოლკსვაგენთან“ მოლაპარაკებას ცდილობს

Volkswagen, Suzuki Could Revive Partnership
30 ივლისი
ორი წელია, „სუზუკისა“ და „ფოლკსვაგენს“ შორის დავა მიმდინარეობს, რომელიც მათ შორის ადრე გაფორმებული პარტნიორობის პირობების დარღვევას მოჰყვა. სააგენტო ბლუმბერგმა მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ შესაძლოა, კომპანიებმა პარტნიორბის გაგრძელებაზეც კი მოილაპარაკონ. მაგრამ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, საქმე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს დაუბრუნდება.