დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 6, 2013

უკან მომავალში „ოპელის“ კონცეპტუალურ ავტომობილებთან ერთად

IAA Legends: Back to the Future with Visionary Opel Concept Cars
6 აგვისტო
კონცეპტუალური ოპელ მონცა
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „ოპელის“ მთავარი ექსპონატი, კონცეპტუალური „ოპელ მონცა“ იქნება, რომელიც გვიჩვენებს, რას უნდა ველოდოთ რიუსელსჰაიმური საავტომობილო კომპანიისგან უახლოეს მომავალში. ეფექტურობა და ჩართულობა - ესაა ორი ძირითადი მიმართულება, რომლებსაც „ოპელი“ თავისი მომავალი თაობის ავტომობილების შემუშავებისას პრიორიტეტს მიანიჭებს.

მასამ აღიარა, რომ შეიძლება „ფერარიში“ ადგილი დაკარგოს

Felipe Massa accepts need to raise game to avoid F1 Ferrari axe
6 აგვისტო
ფელიპე მასა აღიარებს, რომ თუ შედეგებს არ გააუმჯობესებს, „ფერარიში“ ადგილის შენარჩუნებას ვერ შეძლებს. არადა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ბრაზილიელმა ავსტრალიის და მალაიზიის დიდი პრიზების კვალიფიკაციებში აჯობა კიდეც „ფერარის“ პირველ ნომერ ფერნანდო ალონსოს. მაგრამ შემდეგ შეცდომებს უხშირა და შედეგებიც გაუუარესდა.

„ბეემვეს“ სტენდი ფრანკფურტის მოტორ შოუზე

This Is How BMW's Stand Will Look Like at Frankfurt
6 აგვისტო
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იყო ცნობილი, რომ „ბეემვე“ მყიდველს ბევრ სიახლეს უმზადებდა. და ამ სიახლეების უმეტესობას საზოგადოება პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე იხილავდა. მაგრამ ბავარიელებმა ფრანკფურტამდე უკვე რამდენიმე მათგანი გაგვაცნეს და სავარაუდოდ, გამოფენაზე პირველად დასრულებული სახით გვიჩვენებენ სპორტულ ელექტრომობილ i8-ს.