Felipe Massa accepts need to raise game to avoid
F1 Ferrari axe
6 აგვისტო
ფელიპე მასა აღიარებს, რომ თუ შედეგებს არ
გააუმჯობესებს, „ფერარიში“ ადგილის შენარჩუნებას ვერ შეძლებს. არადა, მიმდინარე
სეზონის დასაწყისში, ბრაზილიელმა ავსტრალიის და მალაიზიის დიდი პრიზების კვალიფიკაციებში
აჯობა კიდეც „ფერარის“ პირველ ნომერ ფერნანდო ალონსოს. მაგრამ შემდეგ შეცდომებს
უხშირა და შედეგებიც გაუუარესდა.
ამ თემაზე ლაპარაკობს ლუკა დი მონტეძემოლოც,
რომელიც მასას ამ თემაზე პირადად გაესაუბრა. იტალიურ მედიასთან საუბერში კი
დაუფარავად თქვა, რომ მასას ქულების სტაბილურად დაგროვება მართებს იმისათვის, რომ
გუნდში დარჩენა შეძლოს. მასა დარწმუნებულია, რომ შეძლებს შედეგების გაუმჯობესებას.
„ჩემი შედეგების მიხედვით გადაწყდება, მე აქ
დავრჩები, თუ სხვაგან გადასვლა მომიწევს. რა თქმა უნდა, დარჩენა შესაძლებელია.
მთავარი კი შედეგებია. ჩემი სიჩქარით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სტაბილურობა მაკლია.
მთავარია, ფინიშს ხშირად მივაღწიო ხოლმე. თუ ამას შევძლებ, შედეგებიც გამოჩნდება“,
- ამბობს მასა.
სხვათა შორის, ბოლო წლებში მისი დარჩენა „ფერარიში“
მუდმივად აქტუალური თემაა. გასულ სეზონშიც ასე იყო, მაგრამ მაშინ მან მეორე
ნახევარში კარგად იასპარეზა და კონტრაქტიც ერთი სეზონით გაუგრძელეს. კორეის
შარშანდელ დიდ პრიზზე მან კვარცხლბეკზე ასვლაც კი შეძლო, რაც ორ წელიწადში
პირველად მოხდა. სექტემბერსა და ოქტომბერში კი მასზე მეტი ქულის აღება მხოლოდ სებასტიან
ფეტელმა და კიმი რაიკონენმა შეძლეს. მაგრამ თავად მასა ამბობს, რომ შარშანდელი
მიღწევის გამეორება გაუჭირდება.
ამ სეზონში მასას საუკეთესო შედეგი რბოლაში მესამე ადგილია,
კვალიფიკაციაში - მეორე. სულ 61 ქულა აქვს დაგროვილი და კლასიფიკაციაში მე-7 ადგილზე
იმყოფება. მან მალაიზიაში რბოლა პირველი რიგიდან (მეორე პოზიციიდან) დაიწყო, რაც ბოლო
სამ სეზონში პირველად მოხდა. თანაც, კვალიფიკაციაში ზედზედ მეოთხედ აჯობს ალონსოს.
ესპანეთში რბოლა კი მისთვის ამ სეზონში საუკეთესო
იყო. სტარტი მეცხრე პოზიციიდან აიღო, ფინიშს კი მესამეზე მიაღწია. ეს ამ სეზონში
მისი ერთადრთი ფინიშია მოწინავე სამეულში. მონაკო კი მისი ყველაზე უარესი რბოლა
იყო. მესამე პრაქტიკაზე, სენ დევოში მანქანა ისე დაამტვრია, კვალიფიკაციის
გამოტოვება მოუხდა. ეს ავარია მისივე ბრალი იყო. მანქანა რბოლაშიც დაამტვრია,
თუმცა ამჯერად, საკიდარის დაზხიანების გამო.
No comments:
Post a Comment