დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 15, 2014

ქალი ფორმულა 1-ში? გამორიცხული არაა

Sauber helping De Silvestro towards 2015 race seat
15 თებერვალი
„ზაუბერმა“ ინდიქარ-ის შვეიცარიელი მრბოლი სიმონა დე სილვესტრო თავის პროტეჟე პილოტად გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ქალი მრბოლი „ზაუბერის“ მოსამზადებელ პროგრამაში ჩაერთო, რისი მიზანიც, ფორმულა ერთისთვის აუცილებელი სუპერ ლიცენზიის მიღებაა. და თუ ყველაფერი კარგად იქნება, მას 2015 წელს ფორმულა ერთში ვიხილავთ.

ხერესში „ფერარიმ“ ნამდვილი ძალა დამალა?

Report - Ferrari sandbagging at Jerez?
15 თებერვალი
გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ვარაუდობს, რომ ხერესის ტესტების დროს, „ფერარიმ“ საკუთარ ბოლიდ F14-T-ს ნამდვილი შესაძლებლობები შეგნებულად არ გამოავლინა. გამოცემის რეპორტიორ მიხაელ შმიდტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის შეიძლებოდა მარანელოელებს ეს დასჭირვებოდათ, თუმცა ასეთი ვარაუდის ხმამაღლა გამოთქმის უფლება საკუთარ თავს მას შემდეგ მისცა, რაც ხერესული ტესტების დროებს და სიჩქარის მონაცემებს გაეცნო.