დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 17, 2015

ფორმულა 1-ში შეიძლება ორი ამერიკული გუნდი გამოვიდეს

Two U.S. teams on the F1 grid in 2016? It could happen
17 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმლა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში, ორი ამერიკული გუნდი ჩაებას. მათგან ერთის - „ჰაასის“ დებიუტი მომავალ სეზონში იგეგმება. მეორე კი შესაძლოა მაჩანჩალა „მენორის“ საფუძველზე აღმოცენდეს. საქმე ისაა, რომ ფ1-ით დაინტერესდნენ ტექსასელი პრომოუტერი ტავო ჰელმუნდი და ნიუ იორკელი ფინანსისტი ჯეიმს კარნი, რომლებიც ამერიკულ საინვესტიციო ჯგუფს ხელმძღვანელობენ. ფ1-ის გუნდის შესყიდვით სწორედ ეს ჯგუფია დაინტერესებული.

„ბეემვე“ მონტერეიში“ ორი კონცეპტით წარსდგება

BMW Confirms Two World Premiere Concepts For Monterey
17 ივლისი
„ბეემვემ“ გამოაცხადა, რომ მისი ჩრდილოამერიკული შტო, თავისი მუშაობის 40 წლის იუბილის აღსანიშნავად, მონტერეის (შტატი კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდბა, ორი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის მსოფლიო პრემიერას გამართავს. ამ ინფორმაციასთან ერთად, გერმანულმა კომპანიამ ერთი ფოტო ტიზერიც გაავრცელა, რომელზეც საჭის რგოლის ესკიზია გამოსახული.

„ფერარიმ“ „უილიამსისგან“ ბოტასის კონტრაქტი გამოისყიდა

Valtteri Bottas bought out of 2016 Williams deal by Ferrari - Report
17 ივლისი
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარიმ“ „უილიამსისგან“ ვალტერი ბოტასის კონტრაქტი გამოისყიდა. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიცალურია. „სკაი სპორტსმა“ გამოარკვია, რომ ბოტასს ჯერ „ფერარისთან“ კონტრაქტი არ გაუფორმებია. უფრო მეტიც, მის რეპორტიორებს „უილიამსში“ უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია ჭორია.