დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 10, 2013

მიულალი „ფორდის“ სათავეში 2014 წლის ბოლომდე დარჩება

Mulally staying 'through the end of 2014,' Edsel Ford II says
10 დეკემბერი
„ფორდის“ მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი (ფოტოზე ახალი მუსტანგის საჭესთან), თავის თანამდებობაზე 2014 წლის ბოლომდე დარჩება. მიულალი „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელის პოსტზე სტივ ბალმერის შეცვლის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატადაა მიჩნეული. მაგრამ როგორც ცისფერი ოვალის დირექტორმა ედსელ ფორდ მეორემ განაცხადა, მიულალი ჯერ არსად წავა.

„ჯენერალ მოტორსს“ ქალი უხელმძღვანელებს

Mary Barra Named GM CEO, Becomes First Female to Lead a Global Automaker
10 დეკემბერი
მერი ბარა - ასე ჰქვია იმ ადამიანს, ვინც იანვარში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საავტომობილო კომპანიას ჩაუდგება სათავეში. ბარა (ფოტოზე) ამჟამად გენერლების ვიცე პრეზიდენტია და კომპანიის გლობალური პროდუქციის განვითარებას, შესყიდვებს და მომარაგების საქმეებს კურირებს. უდიდესი ამერიკული ავტო კომპანიის სათავეში, ის დენ აკერსონს შეცვლის, ვინც თანამდებობას ოჯახური პრობლემების (მის მეუღლეს კიბო აღმოაჩნდა) გამო ტოვებს.

„ჰიუნდაიმ“ სპორტული ქვებრენდი N ჩამოაყალიბა

Hyundai Launches N Performance Brand
10 დეკემბერი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი მთავარი პარტნიორი, ნავთობკომპანია „შელი“ იქნება, მისი სტანდარტული მოდელების ტემპერამენტიან ვერსიებს კი სპეციალურად შექმნილ ქვებრენდ N-ით გამოუშვებს. „ჰიუნდაი შელ უორლდ რალი ტიმ“, რალის მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაებმება, რომლის პირველი ეტაპიც მონტე კარლოს რალია და ის იანვარში ჩატარდება.

„ჰიუნდაი ინტრადო“ - ფიჭურ-უჯრედოვანი კონცეპტი ჟენევისთვის

Hyundai Teases New Intrado Fuel-Cell Concept, Looks Like a Small or Compact SUV
10 დეკემბერი
ჟენევის მოტორ შუზე, რომელიც ტრადიციულად მარტში ჩატარდება, „ჰიუნდაი“ კონცეპტუალურ „ინტრადოს“ წარადგენს, რომლითაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ კორეული კომპანია მიღწეულს არ სჯერდება და აღმავალ ტრენდზე, განვითარების მორიგ ტალღას იწყებს.

„ფორდი“ ახალ „კას“ ევროპაში 2015 წლიდან გაჰყიდის

Ford plans to launch new Ka in Europe in 2015
10 დეკემბერი
„ფორდი“ ევროპის ბაზარზე ახალი „კას“ შეტანას აპირებს, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც ახლახანს, ბრაზილიაში წარადგინა. ხუთკარიანი ჰეჩბეკი იმ სამკარიან „კას“ შეცვლის, რომელსაც ცისფერი ოვალი ევროპაში 2008 წლიდან ჰყიდის. ევროპაში ახალი „კას“ შეტანა, „ფორდ ოფ იუროპის“ და მთლიანად ამერიკული კომპანიის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ევროპის ბაზარზე, ყველა გლობალური მოდელის შეტანას გულისხმობს. ამან დირბორნელთა ევროპული შტოს მოგებიან საქმიანობაზე გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.