დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 10, 2013

„ჯენერალ მოტორსს“ ქალი უხელმძღვანელებს

Mary Barra Named GM CEO, Becomes First Female to Lead a Global Automaker
10 დეკემბერი
მერი ბარა - ასე ჰქვია იმ ადამიანს, ვინც იანვარში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საავტომობილო კომპანიას ჩაუდგება სათავეში. ბარა (ფოტოზე) ამჟამად გენერლების ვიცე პრეზიდენტია და კომპანიის გლობალური პროდუქციის განვითარებას, შესყიდვებს და მომარაგების საქმეებს კურირებს. უდიდესი ამერიკული ავტო კომპანიის სათავეში, ის დენ აკერსონს შეცვლის, ვინც თანამდებობას ოჯახური პრობლემების (მის მეუღლეს კიბო აღმოაჩნდა) გამო ტოვებს.
65 წლის აკერსონი აკერსონი „ჯენერალ მოტორსს“ სათავეში კრიზისის პიკში ჩაუდგა, როცა კომპანიას მართვადი გაკოტრების რეჟიმში მუშაობამ მოუწია. მანვე გენერლები კრიზისიდან გამოიყვანა და კვლავ მომგებიან რელსებზე დააყენა. რაც შეეხება ბარას, ის 51 წლისაა და ამერიკულ კომპანიაში 33 წელი აქვს გატარებული. პირველად მუშაობა „პონტიაკში“ დაიწყო, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. მისი დამსახურებით, კომპანიამ პროდუქციის განვითარების პროცესი გამოაცოცხლა. მისივე დაჟინებით, ბოლო ხანს ბაზარზე არაერთი ისეთი პროდუქტი გამოჩნდა, რომლებსაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
„ჯენერალ მოტორსმა“ ასევე გამოაცხადა, რომ მისი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი ფინანსური მოხელე დენ ამანი, კომპანიის პრეზიდენტი გახდება. კიდევ ერთი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი მარკ როისი კი, ვინც კომპანიის ჩრდილოამერიკულ შტოს ხელმძღვანელობს, ბარას ახლანდელ თანამდბობაზე შეცვლის.

No comments:

Post a Comment