დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 10, 2013

მიულალი „ფორდის“ სათავეში 2014 წლის ბოლომდე დარჩება

Mulally staying 'through the end of 2014,' Edsel Ford II says
10 დეკემბერი
„ფორდის“ მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი (ფოტოზე ახალი მუსტანგის საჭესთან), თავის თანამდებობაზე 2014 წლის ბოლომდე დარჩება. მიულალი „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელის პოსტზე სტივ ბალმერის შეცვლის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატადაა მიჩნეული. მაგრამ როგორც ცისფერი ოვალის დირექტორმა ედსელ ფორდ მეორემ განაცხადა, მიულალი ჯერ არსად წავა.
„ალანი 2014 წლის ბოლომდე არსად წავა. ამის დანამდვილებით თქმა შემიძლია“, - ეს სიტყვები დიდი ჰენრი ფორდის შთამომავალმა დირბორნში, ახალი „ფორდ მუსტანგის“ პრეზენტაციის დროს განაცხადა და ამით, ამ თემის ირგვლივ მედიაში ატეხილი მითქმა-მოთქმა დააცხრო.
ედსელ ფორდის თქმით, მისი კომპანიის ხელმძღვანელობას მიულალისთვის არ მოუთხოვია, რომ მას „ფორდში“ დარჩენის შესახებ სპეციალური განცხადება გამოექვეყნებინა. ეს გადაწყვეტილება მთავარმა აღმასრულებელმა, ვინც „ფორდს“ კრიზისი (სხვა ამერიკულ ავტო კომპანიებთან) შედარებით ადვილადგადაატანინა, დარჩენის გადაწყვეტილება თავად მიიღო. „სიმართლე გითხრათ, მან თავად განგვიცხადა, რომ „ფორდში“ დარჩენა სურს“, - განაცხადა ედსელმა.
მიულალი ახლა 68 წლისაა. ის „ფორდში“ 2006 წელს გადავიდა „ბოინგიდან“, რომელიც მანამდე კრიზისიდან გამოიყვანა. ის სწორედ კრიზისულ სიტუაციებში კომპანიის ეფექტურად მართვის გამო მიიწვიეს ცისფერ ოვალში, რომელიც „ჯენერალ მოტორსის“ და „კრაისლერის“ მსგავსად, კრიზისის წინაშე იმყოფებოდა. მიულალის დამსახურებით, „ფორდმა“ კრიზისის სიმწარე ვერ იგრძნო და ამჟამად მაღალი ტემპით ვითარდება.

No comments:

Post a Comment