დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 4, 2012

„პორშეს“ შეფმა 928-ს შთამომავლის გამოშვება დაადასტურა


Porsche Boss Confirms 928's Spiritual Successor
4 დეკემბერი
ბოლო წლებში, „პორშემ“ მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი სამოდელო გამა, თუმცა ამას არ სჯერდება და მალე ბაზარზე ორ სრულიად ახალ მოდელს - ქროსოვერ „მაკანს“ და ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერს“ გამოუშვებს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა - გამოცემა „ავტონიუს იუროპთან“ საუბრისას, „პორშეს“ მთავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა განაცხადა, რომ კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილება განიხილება.

დი მონტეძემოლო ეკლსტოუნს აკრიტიკებს


Luca di Montezemolo suggests Bernie Ecclestone too old to run F1
4 დეკემბერი
„ფერარის“ შეფის აზრით, ბერნი ეკლსტოუნი მეტისმეტად ხნიერია იმისათვის, რომ ფორმულა ერთის მესაჭე იყოს. მისი ეს განცხადება მოჰყვა 82 წლის ბერნის მიერ „ფერარის“ გაკრიტიკებას იმის გამო, რომ იტალიურმა გუნდმა, FIA-ს ბრაზილიის დიდი პრიზის დასაწყისში, სებასტიან ფეტელის მიერ ჟან-ერიკ ვერნის გასწრების მართებულობაში ეჭვი შეიტანა.

„მაზდა“ „უფრო პრემიუმს“ უმიზნებს


Mazda Planning Upmarket Move
4 დეკემბერი
დიდი ხანია, „მაზდა“ მასობრივი მწარმოებლების ბაზარზე დამკვიდრდა, მაგრამ ახლა მის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ კომპანია „უფრო პრემიუმ“ პროდუქციის მწარმოებლად გადააქციოს. ამის შესახებ, თვით „მაზდას“ მთავარმა აღმასრულებელმა ტაკაში იამანუჩიმ განაცხადა.