Mazda Planning Upmarket Move
4 დეკემბერი
დიდი ხანია, „მაზდა“ მასობრივი მწარმოებლების
ბაზარზე დამკვიდრდა, მაგრამ ახლა მის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ
კომპანია „უფრო პრემიუმ“ პროდუქციის მწარმოებლად გადააქციოს. ამის შესახებ, თვით „მაზდას“
მთავარმა აღმასრულებელმა ტაკაში იამანუჩიმ განაცხადა.
„საკითხი ასე დგას: გლობალურ ბაზარზე რა როლი აქვს
მოთამაშეს, რომელზეც მხოლოდ ბაზრის 2 პროცენტი მოდის? ამ საკითხზე არაერთი
მსჯელობა გვქონია და საბოლოოდ იმ აზრამდე მივედით, რომ თუ მხოლოდ მასობრივი
ბაზრისთვის ვიმუშავებთ, მაშინ ჩვენს არსებობას აზრი არ ექნება და ადრე თუ გვიან, კრიზისიც
დაგვეწყება“, - ყვება იამანუჩი.
კომპანიას შემუშავებული აქვს გეგმა, რომლის
შესაბამისადაც, 2016 წელს მისმა გაყიდვებმა ამერიკის ბაზარზე 400 000-ს უნდა მიაღწიოს,
რაც ახლანდელი გაყიდვების მოცულობაზე 43 პროცენტით მეტია. რა თქმა უნდა,
გაყიდვების ზრდა, სამოდელო გამის გაფართოების ხარჯზე უნდა მოხდეს. დღეისათვის,
გლობალური მასშტაბით, კომპანიის წლიური გაყიდვები მხოლოდ 1.3 მილიონს აღწევს.
„მაზდა“ მალე რამდენიმე ახალი მოდელის წარმოებას
დაიწყებს, რომლებიც კომპანიის ახალი ფილოსოფიის - „იაპონური პრემიუმის“
განსახიერება იქნება. პირველ რიგში, პრემიუმ დონეს „მაზდა“ უახლესი ტექნოლოგიების
უხვად გამოყენების და ახალი სტილის წყალობით მიაღწევს.
„პრემიუმ სეგმენტში პირველ ნაბიჯებს ახალი ტექნოლოგიების
და სტილის წყალობით გადავდგამთ. მთავარია, მყიდველთან ახლო და მტკიცე ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს,
რაც განვითარების და გაყიდვების ზრდის საფუძველი გახდება. საერთოდ რომ ითქვას,
ჩვენ ფასდაკლების იმედზე ყოფნა არ უნდა გვიწევდეს და მომხმარებელმა ჩვენი
პროდუქცია შესაბამისად უნდა დააფასოს“, - დასძენს იამანუჩი.
No comments:
Post a Comment