დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 16, 2013

„ელმირაჟ“ – „კადილაკის“ კიდევ ერთი ეფექტური კონცეპტი

Elmiraj Concept Is Cadillac’s Idea of a Big RWD Luxury Coupe
16 აგვისტო
„კადილაკი“ აგრძელებს ჩვენს გაოცებას კონცეპტუალური ავტომობილებით, რომლებიც შესანიშნავად მოერგებოდა მის იმიჯს და რომელთა გარეგნობაშიც, „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდის წარსული და აწმყო შესანიშნავადაა შეხამებული. გიგანტური „სიქსთინ“, ელეგანტური „სიელი“ (ელდორადოზე აშკარა მინიშნებით) და ახლა „ელმირაჟი“ - ცოტა უცნაური სახელით და შესაძლოა, „კადისთვის“ უჩვეულოდ რბილი მოყვანილობის მქონე მომავალი სტილით.

„ჰონდამ“ NSX-ის სარბოლი ვერსიის კონცეპტი წარმოადგინა

Honda Reveals NSX Concept-GT Racer
16 აგვისტო
„ჰონდას“ ჯერ შემდეგი თაობის კუპე NSX-ის წარმოება არ დაუწყია. სამაგიეროდ, მისი სარბოლი ვერსია უკვე შეიმუშავა და მას იაპონურ სარბოლო სერია „სუპერ GT500-ში“ საასპარეზოდ გამოუშვებს. ეს ავტომობილი იმ კონცეპტუალური „NSX-ის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც იაპონურმა კომპანიამ დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა.

„ბეემვემ“ „M4 კუპეს“ წინასერიული კონცეპტი გვიჩვენა

BMW M4 Coupe Breaks Cover as a Pre-Production Concept, Gets 3.0 Straight-Six Turbo
16 აგვისტო
„ბეემვეს“ ბაზარზე სრულიად ახალი მანქანა გამოჰყავს - „M4 კუპე“, რომელიც რეალურად „M3 კუპეს“ ახალი სახელია. ავტომობილიც სრულიად ახალია. უბრალოდ, მას სახელი ბავარიული კომპანიის სახელების ახალი სისტემის გამო შეეცვალა. ახალი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია „ბეემვემ“ პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინა. კონცეპტუალურია, თუმცა თავისუფლად შეიძლება იმის თქმაც, რომ მისი სერიული ვერსიაც ზუსტად ასეთი იქნება.