BMW M4 Coupe Breaks Cover as a Pre-Production
Concept, Gets 3.0 Straight-Six Turbo
16 აგვისტო
„ბეემვეს“ ბაზარზე სრულიად ახალი მანქანა გამოჰყავს
- „M4 კუპე“, რომელიც რეალურად „M3 კუპეს“ ახალი
სახელია. ავტომობილიც სრულიად ახალია. უბრალოდ, მას სახელი ბავარიული კომპანიის
სახელების ახალი სისტემის გამო შეეცვალა. ახალი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია „ბეემვემ“
პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინა. კონცეპტუალურია,
თუმცა თავისუფლად შეიძლება იმის თქმაც, რომ მისი სერიული ვერსიაც ზუსტად ასეთი
იქნება.
პებლ ბიჩში წარდგენილი ავტომობილი სპეციალურ ფერშია
(აურუმ დასტი, ანუ ოქროს ქვიშა) შეღებილი, რომელიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის
შეიმუშავეს. ძარას აგრესიული გამომეტყველება აქვს, რაც M-დივიზიონის ავტომობილისთვისაა
შესაფერისი. მანქანას აგრესიულობას ანიჭებს აეროდინამიკური ელემენტები ანიჭებს,
როგორებიცაა ბამპერის ქვეშ მოთავსებული ჰაერის ზორბა ამღებები, ძლიერ პროფილირებული
კაპოტი, მოზრდილი გვერდითა ზღურბლები და სხვა. უკანა ბამპერის ქვეშ ოთხი
გამოსაბოლქვი მილი მოთავსდა.
ძარის ზოგიერთი დეტალი კარბონის ბოჭკოთი გაძლიერებული
პლასტიკითაა დამზადებული, რომელსაც ბავარიული კომპანია თანდათან მასობრივად
ნერგავს თავის ავტომობილებზე. ამ მასალით დამზადებულია სახურავი, წინა სპლიტერი და
უკანა დიფუზორი, ასევე სხვა, გაცილებით მცირე დეტალები.
„M4 კუპეს“ რადიატორის ცხაურში მოთავსებულია
ჟალუზების სისტემა „ეარ ბრითერ“, რომელიც ჰაერის ფარდასთან ერთად, ჰაერის ნაკადის უკეთესად
განაწილებას უზრუნველყოფს. კონცეპტუალური ავტომობილი 20-დუიმიან ალუმინის ბორბლებზე
დგას, ბორბლებში კი კერამიკული მუხრუჭები განლაგდა.
„ბეემვემ“ ამ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები
არ გაამხილა. მათ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის ინახავს, თუმცა ახლავე ცნობილია, რომ
„M4 კუპესა“ და „M3 სედანზე“ აღარ გამოიყენებენ V8 ძრავს, რომელსაც ორი, ან სამი
ტურბოკომპრესორით აღჭურვილი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა განლაგებით) ძრავი შეცვლის.
ასეთი აგრეგატის სიმძლავრე 450 ცხენის ძალას მიაღწევს.
No comments:
Post a Comment