Report - Mercedes to have 100hp advantage in
2014?
15 აგვისტო
გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტის“
რეპორტიორ ტობიას გრუნერის აზრით, არსებობს იმის ნიშნები, რომ „მერსედესის“ ახალი
ტურბო ძრავი, თავის კონკურენტებს ერთი თავით სჯობს. ამიტომ,
თუ ახალი სეზონის დაწყებამდე „რენომ“ და „ფერარიმ“ რამე არ იღონეს, მათ და მათს
კლიენტებს თავიდანვე მდევრის როლში ყოფნა მოუწევთ.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, V8 ატმოსფერული
ძრავების სრულყოფის პროცესი გაყინულია. სამივე კომპანიის, ასევე „კოსუორტის“
ძრავებს, მეტნაკლებად ერთნაირი მახასიათებლები აქვს. მაგრამ მომავალი სეზონიდან,
რეგლამენტი რადიკალურად შეიცვლება და ის გუნდებს V6 ტურბო ძრავების გამოყენებას
დაავალდებულებს. თუმცა, ძრავების სრულყოფის პროცესის გაყინვა ძალაში მოგვიანებით
შევა, რათა სანამ ეს მოხდება, კომპანიებს თავიანთი აგრეგატების მახასიათებლების
გათანაბრების საშუალება ჰქონდეთ.
უნგრული დიდი პრიზის გამარჯვებულს, ლუის ჰამილტონს
ამ სეზონში ჩემპიონობის მცირე შანსი აქვს. მაგრამ როდესაც „მერსედესმა“ ბრიტანელს
კონტრაქტი გაუფორმა, მაშინ არავის ფიქრადაც არ მოსვლია, რომ ჰამილტონს ტიტულის
შანსი გაუჩნდებოდა. სამქიმიანები მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ჰამილტონი ტიტულისთვის
ბრძოლაში სწორედ ტურბოს ეპოქის დასაწყისიდან ჩაებმებოდა.
მაინც, რა აძლევს გრუნერს ასეთი ვარაუდის საბაბს? მითუმეტეს,
„მერსედესი“ მას არ ადასტურებს. ჟურნალისტი ასეთ დასკვნას პირადი კონტაქტებით
მიღებული ინფორმაციის შესაბამისად აკეთებს. კონტაქტები კი მას სამქიმიანების
საინჟინრო შტაბში აქვს. გარდა ამისა, „მერსედესისგან“ ირიბი მინიშნებებიც
არსებობს. კერძოდ, გერმანული კომპანია „პირელისგან“ უფრო განიერი უკანა
საბურავების წარმოებას ითხოვს. ასეთი საბურავები კი არ დასჭირდება, თუ ჭარბი
სიმძლავრე და მომენტი არ იქნება ასათვისებელი. „ფერარი“ და „რენო“ კი ახლანდელ,
შედარებით ვიწრო საბურავებს ამჯობინებენ...
No comments:
Post a Comment