დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 27, 2015

„ტოპ გიარის“ ახალი წამყვანები

Top Gear presenters: Virtually unknown Chris Harris and Sabine Schmitz 'to be Chris Evans' sidekicks'
27 დეკემბერი
პოპულარული საავტომობილო გადაცემა „ტოპ გიარი“ მალე ეთერს ახალი წამყვანებით და შეცვლილი ფორმატით დაუბრუნდება. „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, გადაცემის მასპინძელ კრის ევანსს, რომელიც გადაცემის ახალ ფორმატზე უკვე მუშაობს, ასევე ცნობილი საავტომობილო წამყვანი - კრის ჰარისი და გერმანელი ქალი მრბოლი საბინე შმიტცი შეუერთდებიან.
კრის ევანსი სტიგთან ერთად
49 წლის ევანსს ნათქვამი აქვს, რომ აღარ აპირებს გადაცემის ძველი სახის შენარჩუნებას სამი წამყვანით. თუმცა ისიც დასძინა, რომ პერიოდულად თანაწამყვანები ეყოლება. რამდენი, არ დაუზუსტებია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებებს გეგმავს გადაცემის სტრუქტურაში. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემაში ასევე იგეგმება ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, დევიდ კულტჰარდის მიწვევა, ოღონდ მისი როლი არ ზუსტდება.
საბინე შმიტცი
კრის ჰარისი ცნობილი საავტომობილო წამყანია. მან სახელი გაითქვა ბრიტანულ გამოცემებში - „ავტოქარსა“ და „ევოში“ მუშაობისას. გარდა ამისა, „იუთუბიზე“ საკუთარი მიმოხილვები მიჰყავს რუბრუკით „დრაივ“. ამჟამად ასევე მიჰყავს საკუთარი ვიდეობლოგი „კრის ჰარის ონ ქარზ“, რომელსაც 320 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ჰარისი 40 წლისაა და შარშან სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნ სტატია სათაურით: „ლამბორგინი არის საუკეთესო ავტომობილი მათთვის, ვისაც მართვა არ ეხერხება“. ამ სათაურის გამო, იტალიურმა კომპანიამ მას საკუთარი ავტომობილების მიმოხილვა აუკრძალა.
კრის ჰარისი
46 წლის საბინე შმიტცს ხშირად „ნურბურგრინგის დედოფალს“ უწოდებენ. ის თავისი „ბეემვე M5-ით“ გერმანულ ტრეკზე საჩვენებელ გამოსვლებს აწყობს ხოლმე, რომლებიც „რინგ ტაქსის“ სახელითაა ცნობილი. ნურბურგრინგზე ის 24-საათიან რბოლებში ასპარეზობს. ერთხელ „ტოპ გიარშიც“ მიუღია მონაწილეობა. მაშინ მან ნურბურგრინგზე ერთი წრე „ფორდ ტრანზიტით“ 10 წუთსა და 08 წამში გაიარა.
დევიდ კულტჰარდი
კულტჰარდი ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და „ბიბისის“ ფ1-ის რეპორტაჟების თანაწამყვანია. გარდა ამისა, ხშირად მონაწილეობს „რედ ბულის“ სარეკლამო აქტივობებში. გამოცემა „სანმა“ ბრიტანელი მრბოლი რატომღაც არაქარიზმატულ წამყვანად მოიხსენია. თუმცა ფაქტია, რომ 44 წლის კულტაჰრდი, ვის ანგარიშზეც ფ1-ში 13 გამარჯვება, 12 პოული და 62 კვარცხლბეკია და ვინც ერთხელ ფ1-ის ვიცე ჩემპიონი გახდა, განახლებული გადაცემისადმი დიდ ყურადღებას მიიქცევს.
ახალი „ტოპ გიარის“ პირველი ეპიზოდი ეთერში 8 მაისს გავა.

No comments:

Post a Comment