დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 26, 2015

„ტესლა“ ორ წელიწადში ავტონომიურ ავტომობილს გვპირდება

Tesla Plans To Launch Fully Autonomous Car Within The Next Two Years
26 დეკემბერი
ელექტრომობილების მწარმოებელ „ტესლა მოტორის“ დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ელონ მასკი ამბობს, რომ ავტონომიური მოდელები მალე დაიმკვიდრებენ თავს საავტომობილო ბაზარზე. გამოცემა „ფორჩუნთან“ საუბრისას, მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის პირველი ავტონომიური ავტომობილი მზად 2017 წლის მიწურულს იქნება, თუმცა კიდევ მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება იმას, რომ ასეთი ავტომობილების ექსპლუატაცია კანონით იქნას დაშვებული. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ზოგიერთი იურიდული საკითხის მოგვარებას, ხუთი წელიც კი შეიძლება დასჭირდეს.
„ჩვენ სრულიად ავტონომიური ავტომობილის გამოშვებას ვაპირებთ. და ვფიქრობ, ის მზად დაახლოებით ორ წელიწადში გვექნება. ჩვენ ამისთვის საჭირო ყველა ტექნოლოგიას ვფლობთ. მთავარია, ეს ყველაფერი ერთად შევკრათ, ერთ მთლიანად ჩამოვაყალიბოთ და ყველა დავარწმუნოთ იმაში, რომ ის ყველანაირ სიტუაციაში, ნებისმიერ პირობებში იმუშავებს“, - ამბობს მასკი.
მან ასევე მოიხსენია ცნობილი ტელეფონბის ჰაკერი გეორგ ჰოტცი, რომელმაც ახლახანს საკუთარი ავტონომიური ავტომობილი წარუდგინა საზოგადოებას და ავტონომიური ტექნოლოგია „მობაილაი“ გააკრიტიკა, რომელსაც „ტესლა“ იყენებს. „ტესლას“ შეფის თქმით, ჰოტცის პროდუქტი ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ტესლას“ და არც იმის საშუალება არსებობს, რომ ის მთელს მსოფლიოში გავრცელდეს.
„გეორგს ნათქვამი აქვს, რომ თავის ავტომობილს კოდის 2000 ზოლი აქვს. ძალიან კარგი, მაგრამ ეს 2000 ზოლი არაა საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენი პლანეტის 8 მილიონ კუთხეს გასწვდეს. მსოფლიო ძალიან რთული და ბინძური ადგილი. და მას 2000 ზოლი არ ეყოფა“, - ამბობს მასკი.

No comments:

Post a Comment