დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 16, 2013

„მერსედეს-ბენცის“ ახალი S-კლასი - ლუქს კლასის ახალი ეტალონი

Mercedes-Benz Lifts the Covers Off the All-New 2014 S-Class Sedan
16 მაისი
სწორედ ასეა! „მერსედეს-ბენცმა“ საზოგადოებას გააცნო თავისი ახალი ფლაგმანი, რომელიც თავისი წარმოების ციკლის ბოლომდე, ანუ მინიმუმ 2020 წლამდე ლუქს კლასის ყველა მოთამაშისთვის ეტალონი იქნება. მის ასეთ პოზიციონირებას განაპირობებს როგორც ელეგანტური და ძალიან მდიდრული გარეგნობა, ასევე აღჭურვილობა და კომპლექტაციაც - ის უამრავი ელექტრონული მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომლებიც შეუცვლელებია როგორც კომფორტის უზრუნველსაყოფად, ასევე უსაფრთხოებისა და მართვის გაადვილებისთვის.

„მაკლარენი“ P1-ის შემცვლელს გამოუშვებს


McLaren confirms P1 successor
16 მაისი
„მააკლარენის“ მარკეტინგის შეფი გრეგ ლევინი ამბობს, რომ მისი კომპანია აუცილებლად გამოუშვებს სუპერ ავტომობილ „მაკლარენ P1-ის“ შემცვლელს, მაგრამ ახალი ავტომობილი ბაზარზე მხოლოდ ათი წლის შემდეგ გამოვა. მისი თქმით, ახალი ავტომობილიც „თავის კლასში საუკეთესო იქნება მთელს მსოფლიოში“.

„ტოიოტა“ 22.6 მილიონი ავტომობილის მფლობელს ფულად კომპენსაციას გადაუხდის

Toyota sudden acceleration class action may cover 22 million owners
16 მაისი

„ტოიოტა“ დეფექტების გასწორების და კომპენსაციების გადახდების აბსოლუტური რეკორდსმენი ხდება - იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მის მიერ გაყიდული 22.6 მილიონი ავტომობილის მფლობელს, აღმოჩენილი დეფექტების გამო, რომლებიც მანქანის მოულოდნელ აჩქარებას იწვევს, კომპენსაციებს გადაუხდის. საერთო ჯამში, ეს აქცია იაპონურ კომპანიას 1.63 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

„ჰონდა“ ფორმულა ერთში „მაკლარენს“ დაუბრუნდა

Honda to return to F1 in 2015 as McLaren engine supplier
16 მაისი
„ჰონდა“ ფორმულა ერთში 2015 წლის სეზონიდან დაბრუნდება, ოღონდ როგორც ძრავების მწარმოებელი და თავისი აგრეგატებით „მაკლარენს“ მოამარაგებს. ამგვარად, განახლდება ორი კომპანიის პარტნიორობა, რომელიც ფ1-ის ისტორიაში, „ფერარის“ შემდეგ, გამარჯვებათა რაოდენობით და პილოტების ტიტულებით, ყველაზე წარმატებულია.