დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 16, 2013

„მაკლარენი“ P1-ის შემცვლელს გამოუშვებს


McLaren confirms P1 successor
16 მაისი
„მააკლარენის“ მარკეტინგის შეფი გრეგ ლევინი ამბობს, რომ მისი კომპანია აუცილებლად გამოუშვებს სუპერ ავტომობილ „მაკლარენ P1-ის“ შემცვლელს, მაგრამ ახალი ავტომობილი ბაზარზე მხოლოდ ათი წლის შემდეგ გამოვა. მისი თქმით, ახალი ავტომობილიც „თავის კლასში საუკეთესო იქნება მთელს მსოფლიოში“.

ლევინი განმარტავს სუპერ ავტომობილების მარკეტინგის სპეციფიკას: „ისეთი ავტომობილი, როგორიც P1-ია, მხოლოდ იმ შემთხვევაშია მომგებიანი, თუ არის ექსკლუზიური, აქვს წარმოების მოკლე ციკლი და ამის შემდეგ, რამდენიმე წელი ბაზრიდან ქრება. ამ ტიპის მანქანები ათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა გამოდიოდეს“.
ლევინი ამბობს, რომ ავტომობილის შემკვეთთა დაახლოებით სამი მეოთხედი დამატებით მოდიფიკაციებსაც უკვეთავს, რითაც ინდივიდუალიზაციის და ექსკლუზიურობის უფრო მაღალი დონის მიღწევას ცდილობს. ცვლილებათა რაოდენობა და ხასიათი მყიდველის გემოვნების შესაბამისია. ზოგი კი ორ ავტომობილსაც კი უკვეთავს, თუმცა ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ორზე მეტი შეეძინოს. ამასთან, ლევინი მოელის, რომ რაც დრო გავა, სულ უფრო შემცირდება ისეთი მყიდველის რიცხვი, რომლებსაც დამტებითი შეკვეთები აქვთ.
ბევრს სუპერ ავტომობილი კონდიციონერის გარეშე სურს, რაც წონას შეამცირებინებს, რამდნიმე შემკვეთმა კი მანქანის შეღებვა არც ისურვა და კარბონის ტალღოვანი ფაქტურის დატოვება ითხოვა. მიმდინარე პაკეტის შევსების შემდეგ, „მაკლარენი“ P1-ის რამდენიმე მოდიფიკაციას შესთავაზებს მყიდველს, რაც სუპერ ავტომობილების ბიზნესში დამკვიდრებული მეთოდია, რაც ფაქტობრივად, ორიგინალური ავტომობილის ტირაჟის გაზრდის საშუალებას იძლევა.

No comments:

Post a Comment