დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 1, 2013

სახეშეცვლილ „ix35/ტუსანს“ „ჰიუნდაი“ ჟენევაში გვიჩვენებს

Hyundai Blows the Covers Off Facelifted ix35 / Tucson Ahead of Geneva
1 მარტი
ოთხი დღეც და ჟენევის 83-ე მოტორ შოუ გაიხსნება. მასზე ბევრი სერიული და კონცეპტუალური ავტომობილის ხილვა იქნება შესაძლებელი. თუმცა დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ავტომწარმოებლები თავიანთ სიახლეებს წინასწარ გვაცნობენ, რითაც მათდამი ინტერესს აღვივებენ. ამ მხრივ, გამონაკლისი არც „ჰიუნდაია“, რომელსაც ექსპო სენტერში რამდენიმე სიახლე ექნება, მათ შორის, სახეშეცვლილი ix35, რომელიც ზგიერთ ბაზარზე „ტუსანის“ სახელითაა ცნობილი.

„მერსედეს-ბენცი“ ექვსბორბლიან G63 AMG 6x6-ს გამოუშვებს (ვიდეო)

Mercedes-Benz G63 AMG 6x6: It's Real, It’s Wild and It's Entering Production
1 მარტი
„მერსედეს-ბენცის“ დაკუთხული G-კლასის უგზოობის ავტომობილი მთელი მსოფლიოს მდიდრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლაპარაკი აღარაა ამ ავტომობილის წყვილ ტურბოიან V8 და V12 ძრავებით აღჭურვილ ვერსიებზე. „რეინჯ როვერისა“ არ იყოს, ესეც უგზოობის ლიმუზინია, ცოტა უხეში გარეგნობით. ცუდ გზებზე იოლად გაგატარებს და არც კომფორტს დაგაკლებთ.