დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 5, 2015

„სუზუკი ვიტარა“ პირველი ხუთვარსკვლავიანი კომპაქტური SUV-ი

Five Stars for all-new Suzuki Vitara from Euro NCAP
5 მაისი
არამომგებიანმა ორგანიზაციამ, სახელად „ევროპის ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამა“ (ევრო NCAP), უსაფრთხოების ტესტები რამდენიმე ახალ ავტომობილს ჩაუტარა, რომელთაგან საუკეთესო შეფასება და ხუთი ვარსკვლავი, „სუზუკის“ უახლესმა უგზოობის ავტომობილმა, „ვიტარამ“ დაიმსახურა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უგზოობის კომპაქტური ხუთვარსკვლავიან შეფასებას ღებულობს.

„ლენდ როვერი“ თავისი მოდელების SVX ვერსიებს გამოუშვებს

Jaguar Land Rover Special Vehicle Ops To Launch SVX Off-Road Brandin
5 მაისი
„ლენდ როვერი“ ისედაც უგზოობის ავტომობილებზეა სპეციალიზებული, მისი დივიზიონი „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზი“ (SVO) კი ამ ავტომობილების სპეც (ტუნინგ) ვერსიებს აწარმოებს, რომლებიც საბაზოსგან უკეთესი მახასიათებლებით, კომფორტით და გარეგნული ელემენტებითაც გამოირჩევა. მაგრამ ბრიტანული კომპანიის მარკეტოლოგებმა ჩათვალეს, რომ ესეც არაა საკმარისი და არსებობს ისეთ მყიდველთა სოლიდური ბაზა, რომლებსაც უგზოობაზე მკვეთრად აქცენტირებული ავტომობილების შეძენა სურს.

„მენორისთვის“ სეზონი ბარსელონაში დაიწყება

Manor up to full strength in Spain, says Booth
5 მაისი
„მენორ ფ1-ის“ შეფი ჯონ ბუთი ამბობს, რომ ესპანეთის დიდ პრიზზე მისი გუნდი გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე სეზონის დასაწყისში იყო. ბაჰრეინის დიდი პრიზის შემდგომ არსებულმა სამკვირიანმა პაუზამ ბრიტანულ გუნდს ბაზაზე დაბრუნების და „სულის მოთქმის“ საშუალება მისცა. გუნდმა რამდენიმე ახალი ინჟინერი აიყვანა, რომლებიც მანქანის სრულყოფაზე უკვე მუშაობენ.

ბიანკი კომიდან გამოიყვანეს

F1 Racer out of artificial coma breathing unaided and declared in a 'stable condition'
5 მაისი
როგორც მისი ოჯახი იტყობინება, ჟიულ ბიანკი აღარ იმყოფება მართვად კომატოზურ მდგომარეობაში. მართალია, მისი მდგომარეობა კვლავაც კრიტიკულია, მაგრამ მას დამოუკიდებლად სუნთქვა შეუძლია და მისი მდგომარეობაც ადრინდელზე გაცილებით უკეთესია. ის ნიცის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.