დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 6, 2013

ფორმულა 1-ის რუქაზე შეიძლება ბაქო გამოჩნდეს

6 ივლისი
და ამაზე, არც მეტი, არც ნაკლები, ბერნი ეკლსტოუნი ლაპარაკობს. გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ, ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მმართველმა გერმანულ გაზეთ „დი ველტთან“ ინტერვიუში, რომელიც ფ1-ის აქტუალურ თემებს შეეხო, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ორი ახალი ეტაპის დამატება იგეგმება, აზიაში კი სერიოზულად განიხილება ტაილანდის და აზერბაიჯანის ვარიანტები. ბერნის თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ფ1-ის რბოლა ბაქოშიც ჩატარდება.

გრძელბაზიანი „რეინჯ როვერი“ დებიუტისთვის მზადაა

New Range Rover Ready to Give Birth to Long Wheelbase Version
6 ივლისი
„ლენდ როვერი“ რომ გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ გამოშვებასაც აპირებდა, ეს ჩვეულებრივი „რეინჯის“ პრემიერაზევე გვამცნო. ბრიტანული კომპანია ამ ავტომობილის ტესტირებას უკვე ამთავრებს კიდეც, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მსუბუქად კამუფლირებული პროტოტიპის ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.

„იტალდიზაინ პარკური“ გზასა და უგზოობაზე (ვიდეო)

Italdesign Exec Walks Us Around the Parcour Concept and Drives it On- and Off-Road
6 ივლისი
„იტალდიზაინ პარკური“ ჟენევის წლევანდელი მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი იყო.  ის „ლამბორგინი გალარდოს“ ბაზაზეა დამზადებული და მისივე V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ბაზაშია განლაგებული. გარეგნულად, ის სუპერ ავტომობილების სტილშია შესრულებული, თუმცა ამ ჟანრისთვის შეუფერებლადაა დაშორებული გზის საფარისგან და ერთგვარი ნახევრად უგზოობის სუპერ ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ოპელი“ კონცეპტუალურ კუპე „მონცას“ ფრანკფურტში გვიჩვენებს

Opel Reportedly Bringing RWD Monza Coupe Concept to Frankfurt
6 ივლისი
15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ოპელმა“ კუპე „კალიბრას“ წარმოება გააჩერა. მაგრამ შესაძლოა, მალე რიუსელსჰაიმელებმა მისი შთამომავალი გამოუშვან - როგორც გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, „ოპელი“ ფრანკფურტში კონცეპტუალურ კუპე „მონცას“ წარადგენს, რომელიც შესაძლოა, იმ სერიული ავტომობილის წინამორბედი გახდეს, რომელიც კონკურენციას „ბეემვეს“ მე-4 სერიას და „აუდის“ A5-ს გაუწევს.

„ფოლკსვაგენი“ ელექტრომობილების რალიზე ორ მანქანას გამოიყვანს

XL1 and e-up! electrify the Silvretta E-Car Rally
6 ივლისი
ელექტრომობილების გარბენში, სახელად სილვრეტა E-ქარ რალი, „ფოლკსვაგენი“ ორ ელექტრომობილს გამოიყვანს. ამ ორიდან ერთია XL1, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური სერიული ავტომობილის საპატიო ტიტულს ატარებს და რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. მეორე კი - პატარა ჰეჩბეკი e-Up!, პირველი ელექტრომობილი, რომლის მსხვილსერიულ წარმოებასაც „ფოლკსვაგენი“ მალე დაიწყებს. რალიში მონაწილეობით, გერმანულ კომპანიას იმის ჩვენება სურს, რომ ალტერნტიულ ამძრავ სისტემებს, ალპურ გზებზეც შეუძლია შეასანიშნავი შესაძლებლობების ჩვენება.

ჰამილტონი გერმანიაშიც პოულზეა

Hamilton seizes pole in Germany for Mercedes
6 ივლისი 
ლუის ჰამილტონმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა პოულ პოზიცია, ამჯერად მისი გუნდის - „მერსედესის“ საშინაო რბოლაში. დაძაბულ პაექრობაში, მან სებასტიან ფეტელს აჯობა. სამაგიეროდ, არ გაუმართლა ჰამილტონის თანგუნდლ ნიკო როსბერგს, რომელმაც კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში გასვლაც ვერ შეძლო. კვლავ კარგად იასპარეზა „ტორო როსოს“ ავსტრალიელმა დანიელ რიკიარდომ, ვისაც „რედ ბულში“ გადასვლის რეალური შანსი აქვს. ისევე როგორც ბრიტანეთში, მან ამჯერადაც მე-6 შედეგი აჩვენა.

„კატერჰემმა“ თავისი ახალი სპორტქარის დეტალები გამოაქვეყნა

New Caterham Sportscar Details Emerge
6 ივლისი
სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „კატერჰემმა“, რომელიც „რენოსთან“ ერთად, სპორტული ავტომობილის შექმნაზე მუშაობს, ამ ავტომობილის მისეული ვერსიის შესახებ მცირე ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, ეს ავტომობილი, რომელიც ჯერ სახელის გარეშეა, ბაზარზე მომავალ წელს გამოვა და დაახლოებით 35 000 ევრო ეღირება.

ახალი „ფორდ ტურნეო კონექტი“ სამცილინდრიანი ეკობუსტითაც აღჭურვება

New Ford Tourneo Connect Gains 1.0L 3-Cylinder EcoBoost Turbo in Europe
6 ივლისი
„ფორდი“ თავის 1.0-ლიტრიან, სერია ეკობუსტის სამცილინდრიან ძრავს სულ უფრო მეტ მოდელზე იყენებს. მორიგი ავტომობილი, რომელსაც მყიდველს წლის საუკეთესო ძრავით შესთავაზს, კომპაქტური მინივენი „ტურნეო კონექტია“. ახალი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი 100 კილომეტრზე 5.6 ლიტრ ბენზინს მოიხმარს და ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 129 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ძრავის სიმძლავრე 100 ცხენის ძალაა.