დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 6, 2013

„კატერჰემმა“ თავისი ახალი სპორტქარის დეტალები გამოაქვეყნა

New Caterham Sportscar Details Emerge
6 ივლისი
სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „კატერჰემმა“, რომელიც „რენოსთან“ ერთად, სპორტული ავტომობილის შექმნაზე მუშაობს, ამ ავტომობილის მისეული ვერსიის შესახებ მცირე ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, ეს ავტომობილი, რომელიც ჯერ სახელის გარეშეა, ბაზარზე მომავალ წელს გამოვა და დაახლოებით 35 000 ევრო ეღირება.
ახალი ავტომობილი პრემიუმ სპოტქარების სეგმენტში გაიყიდება. მას და „რენო ალპინს“, რომელიც მისი ფრანგული ანალოგი უნდა იყოს, მაკომპლექტებლების თითქმის 70 პროცენტი ზიარი ექნებათ. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ „კატერჰემმა“ თავისი ავტომობილი 1.6 და 1.8-ლიტრიანი ტურბო ძრავებითაც აღჭურვოს. ფრანგულ კომპანიას კი ჯერ მხოლოდ 2.0-ლიტრიან ძრავზე აქვს არჩევანი შეჩერებული. ამასთან, ბრიტანული კომპანია კერს-ის გამოყენებასაც აპირებს.
„თუ ჩვენ შევძელით კარგი მანქანის გაკეთება, მყიდველი აუცილებლად აღიარებს მას. და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. ჩვენი კომპანია მსოფლიოს ბევრ მხარეში ცნობილი არაა, რაც გარკვეულ სიძნლეებს შეგვიქმნის, თუმცა თავისუფლად მოქმედების საშუალებასაც მოიგვცემს და სწორედ ამაზე გადავიტანთ აქცენტს“, - ამბობს „კატერჰემ ტექნოლოჯიზის“ მთავარი აღმასრულებელი მაიკ გესკოინი, ვინც არცთუ დიდი ხნის წინ, ფ1-ის ერთ-ერთი გამორჩეული ინჟინერი იყო.
„კატერჰემი“ წლიურად 3 000 ცალი სპორტული ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. მათ უმეტესობას აზიის ბაზარზე შეიტანს.

No comments:

Post a Comment