დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 24, 2015

უცნაური ავტომობილი, რომელიც... არ დაცურავს

This GMC Boat Car Is All Show And No… Float
24 ივნისი
ამ ფოტოს რომ ნახავთ, ალბათ იფიქრებთ, რომ მასზე ავტომობილი-ამფიბიაა გამოსახული, რომელიც ბორბლებით გზებზე დადის და თავისი ნავისებრი ფორმის და უკან განლაგებული ხრახნის წყალობით, წყალში ცურვაც შეუძლია. ის „ჯენერალ მოტორსის“ უგზოობის ავტომობილის ბაზაზეა შექმნილი, რომლის შასისაც ძარის ნაცვლად, ნავის მსგავსი სტრუქტურა დაადგეს.

„ფორდის“ ავტომობილები მოსახვევის იქითაც დაინახავენ

Ford Want Their Cars to See Around the Corner for Fewer Accidents
24 ივნისი
„ფორდმა“ ახალი ელექტრონული უსაფრთხოების სისტემა შეიმუშავა, რომელიც მძღოლს მოსახვევის მიღმა არსებულ სიტუაციას დაანახებს. უფრო მეტიც, ამ სისტემას, ოპციის სახით უკვე სთავაზობენ მინივენების, „გალაქსის“ და „S-მაქსის“ მყიდველს. მალე კი მას ასევე ქროსოვერ „ეჯის“ ევროპელ მყიდველსაც შესთავაზებენ.

„ფერარი“ ბოტასის გადაბირებას ცდილობს

Report: Ferrari F1 team making moves to sign Bottas
24 ივნისი
როგორც გერმანული პრესა ირწმუნება, „ფერარიმ“ „უილიამსიდან“ ვალტერი ბოტასის გადაბირების პროცესი დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიური გუნდის ხელმძღვანელობა კიმი რაიკონენის გაშვებას აპირებს, რომელიც ვერაფრით ახერხებს მანქანის პოტენციალის სრულად გამოყენებას. იმავე ინფორმაციით, ბოტასის გარდა, მარანელოელები ამ თემაზე უშუალოდ „უილიამსის“ ხელმძღვანელობასთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებას.

შემდეგი თაობის „კადილაკ CTS-V“ შემოდგომაზე გამოვა

Next-Generation 649-hp Cadillac CTS-V Launches This Fall
24 ივნისი
„კადილაკმა“ შემდეგი თაობის სპორტულ სედან CTS-V-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო და გამოაცხადა, რომ მათ დაკმაყოფილებას შემოდგომიდან დაიწყებს. 649-ცხენისძალიანი ავტომობილი მეორეა V-სერიის მოდელებიდან, რომელიც ბაზარზე წელს გამოვა. პირველი უფრო პატარა ATS-V იქნება კუპეს და სედანის ძარებით და ის ევროპულ შოურუმებში ზაფხულიდან გამოჩნდება.

„ლენდ როვერ დიფენდერ 2 000 000“

Land Rover Gives 2 Millionth Defender A Special Treatment
24 ივნისი
„ლენდ როვერმა“ სოლიჰალის ქარხანაში მე-2 მილიონე „დიფენდერი“ გამოუშვა. გამორჩეულ ავტომობილს სახელში „2 000 000“ დაემატა და ის სპეციალური ვერსიის სახით დამზადდა. ამდენი „დიფენდერის“ გამოსაშვებად, ბრიტანულ კომპანიას 67 წელი დასჭირდა. საიუბილეო ავტომობილის კონვეიერიდან ჩამოსვლას საზეიმო ცერემონია მიეძღვნა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის, გადაცემა „გადარჩენა ნებისმიერ ფასად“ წამყვანი ბეარ გრილსი, ტელეწამყვანი ადამ ჰენსონი, ყოფილი მრბოლი იუბერ აურიოლი და „იაგუარ ლენდ როვერის შეფი რალფ შპეტი.