დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 8, 2013

„ტოიოტას“ ელექტრომობილი პაიკს პიკის დასაპყრობად ემზადება


Peak EV record in updated TMG EV P002
8 მაისი
როდ მილენი პაიკს პიკის რეკორდსმენ რის მილენის მამაა. შვილის მსგავსად, ისიც ამ ლეგენდარული რბოლებით გახდა ცნობილი. სოლიდური ასაკის მიუხედავად, ის რბოლებში ჯერაც მონაწილეობს და იმედი აქვს, რომ „ტოიოტას“ ელექტრომობილით, შვილის აბსოლუტურ რეკორდს გააუმჯობესებს. სარბოლი ელექტრული ავტომობილი, სახელად EV P002, პაიკს პიკზე შარშანაც გამოვიდა და ელექტრომობილების რეკორდი დაამყარა - იაპონელ ფუმიო ნუტაჰარას დისტანციის (19.9 კმ) გასავლელად 10 წუთი და 15.380 წამი დასჭირდა.

რაიკონენს „ლოტუსში“ მხოლოდ ძლიერი მანქანა გააჩერებს


Lotus believes strong car will make Raikkonen stay on in 2014
8 მაისი
„ლოტუსის“ მფლობელი ჟერარ ლოპესი მიიჩნევს, რომ კიმი რაიკონენი მის საჯინიბოსთან კონტრაქტს იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ დაინახავს, რომ „ლოტუსი“ ლიდერთა შორის დარჩენას სეზონის ბოლომდე შეძლებს და მას ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

„სუპერ გოლფი“ 496 ცხენით

VW Prepares Super Golf GTI Design Vision Concept with Twin-Turbo V6 and 496 Horses
8 მაისი
ეს ავტომობილი რეალურად ჯერ არავის უნახავს (ისინი არ ითვლებიან, ვინც მას ქმნიდა). მალე გამოჩნდება - „ფოლკსვაგენი“ მას ავსტრიის ვორთერზეეში, GTI-ს რანდვუზე წარადგენს, რომელსაც, როგორც ამბობენ, გერმანული კომპანიის 150 000 ფანი მოინახულებს. როგორც ვოლფსბურგელები ამბობენ, ეს იქნება „გოლფის“ ბაზაზე შექმნილი ყველაზე რადიკალური კონცეპტუალური ავტომობილი 2007 წლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მაშინ „ფოლკსვაგენმა“ კონცეპტუალური „გოლფ GTI W12“ გვიჩვენა, რომელიც W12 ძრავით იყო აღჭურვილი.

„ფერარი“ სეზონის დასაწყისს აფასებს


Ferrari's F1 2013 start only a six out of 10, says chief designer
8 მაისი
„ფერარიში“ სჯერათ, რომ მათ მნანქანას განვითარების სოლიდური პოტენციალი გააჩნია. ამასთან, მთავარი ინჟინერი ნიკოლას ტომბაზისი ათქულიანი სისტემით, სკუდერიას მხოლოდ ექვს ქულას უწერს. ნებისმიერ შემთხვევაში, იტალიურმა გუნდმა ეს სეზონი შარშანდელზე გაცილებით უკეთ დაიწყო - შარშან, ოთხი ეტაპის შემდეგ, 45 ქულა ჰქონდა, ამჯერად კი უკვე 77 ქულა აქვს.

„ფერარი“ უფრო „ბრაზიან“ „ლაფერარის“ გამოუშვებს

Ferrari Working on Meaner Version of LaFerrari

8 მაისი
ჟენევის წლევანდელი მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „ფერარის“ უახლესი ჰიპერ ავტომობილი „ლაფერარი“ იყო, რომელზეც შეკვეთების ლიმიტი ჟენევამდე უკვე ამოწურული იყო. ეს უდაოდ, დიდი წარმატებაა, მაგრამ მარანელოელები მიღწეულს არ სჯერდებიან და როგორც ირკვევა, „ლაფერარის“ კიდევ უფრო ექსტრემალური ვერსიის შესაქმნელად მუშაობენ.