დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 8, 2013

„ფერარი“ უფრო „ბრაზიან“ „ლაფერარის“ გამოუშვებს

Ferrari Working on Meaner Version of LaFerrari

8 მაისი
ჟენევის წლევანდელი მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „ფერარის“ უახლესი ჰიპერ ავტომობილი „ლაფერარი“ იყო, რომელზეც შეკვეთების ლიმიტი ჟენევამდე უკვე ამოწურული იყო. ეს უდაოდ, დიდი წარმატებაა, მაგრამ მარანელოელები მიღწეულს არ სჯერდებიან და როგორც ირკვევა, „ლაფერარის“ კიდევ უფრო ექსტრემალური ვერსიის შესაქმნელად მუშაობენ.
„ლაფერარის“ მთავარმა ინჟინერმა ფლავიო მანძონიმ, ჟურნალ „ავტოქარს“ „ფერარის“ სამომავლო გეგმები გაუმხილა: „როდესაც ჩვენ „ლაფერარის“ დიზაინის ვარიანტებს განვიხილავდით, ამ ვარიანტებს შორის ერთ-ერთი, განსაკუთრებით გამორჩეული იყო. ჩვენ მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ამ ვერსიას მოგვიანებით დავუბრუნდებოდით და მასაც განვახორციელებდით“.
საინტერესოა ისიც, რომ იტალიური კომპანია, „ლაფერარის“ სარბოლი ვერსიის შექმნასაც გეგმავს. ასეთ ვერსიას ალბათ FXX პროგრამით შეიმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, მოდელ „ენცოს“ ბაზაზეც შეიმუშავეს FXX-ვერსია.
ამ ეტაპზე, „ლაფერარის“ ექსტრემალური ვერსიის შესახებ არანაირი სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ის ისეთივე გასაიდუმლოებულია, როგორც თვითონ „ლაფერარი“ იყო. არსებობს ვარაუდი, რომ ახალი ავტომობილი, საბაზოზე 250 კილოგრამით მსუბუქი იქნბა. არაა გამორიცხული, რომ მას „ლაფერარი მილეკილი“ დაარქვან, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ავტომობილი დაახლოებით ერთ ტონას იწონის.

No comments:

Post a Comment