დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 28, 2015

„იაგუარ F-ტაიპ R AWD“ „ბლადჰაუნდ SSC-ის“ ფერებში

Jaguar Unveils F-Type R AWD Bloodhound SSC Rapid Response Vehicle
28 მაისი
„იაგუარი“ პროექტ „ბლადჰაუნდ SSC-ს“ პარტნიორია, რომლის მიზანიც ხმელეთზე სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებაა. ბრიტანული კომპანია, ბრიტანულ გუნდს საკუთარი ავტომობილებით მოემსახურება და ამგვარად შეიტანს წვლილს დიდი მიზნის მიღწევაში. ამასთან დაკავშირებით, „იაგუარმა“ სპეციალური მოდელი, გრძელი სახელით, „იაგუარ F-ტაიპ R AWD ბლადჰაუნდ SSC რეპიდ რისპონს ვიიქლ (RRV)“ შეიმუშავა.

რიკარდო სტიუარდების გადაწყვეტილებას მიესალმება

Ricciardo “appreciates” stewards' decision
28 მაისი
დანიელ რიკარდო ამბობს, რომ მონაკოს რბოლის ბოლო ნაწილმა, რომელიც სუპერ სოფტ რეზინით გაიარა, დიდი სიამოვნება მიანიჭა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა რბოლის სტიუარდებს, რომლებმაც კიმი რაიკონენთან გასწრებისას მომხდარი მცირე შეჯახების გამო, ის არ დააჯარიმეს.

„მაკლარენ-ჰონდა“ ავსტრიისთვის დიდ სიახლეებს ამზადებს

McLaren-Honda plans major upgrade for Austria
28 მაისი
„მაკლარენი“ ავსტრიის დიდი პრიზისთვის ახალ აეროდინამიკურ ელემენტებს ამზადებს და იმედოვნებს, რომ ფერნანდო ალონსოს და ჯენსონ ბატონს, ისინი ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირებაში დაეხმარება. უოკინგელები შუა სეზონისთვის B სპეციფიკაციის მანქანის მომზადებას აპირებდნენ. თუმცა ეს ვერ ხერხდება და გუნდსაც მოდიფიკაციით (თუნდაც მნიშვნელოვანის) დაკმაყოფილება უწევს.

„ფორდ ეჯმა“ NHTSA-სგან ხუთი ვარსკვლავი მიიღო

2015 Ford Edge Crash Test: NHTSA Awards it a 5-Star Overall Rating
28 მაისი
შეერთებული შტატების ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამამ (NCAP), „ფორდის“ ახალი საშუალო ზომის უგზოობის მოდელ „ეჯის“ ქრეშ ტესტები ჩაატარა, რომელთა შემდეგაც, ის ხუთი ვარსკვლავით შეაფასა. ტესტები 1 878-კილოგრამიანი ავტომობილის წინა და სრულ ამძრავიან ვერსიებს ჩაუტარდა.