დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 14, 2012

„ლენდ როვერ ფრილენდერ 2“ შავთეთრად


Land Rover Graces 2013 Freelander 2 with New Black & White Limited Edition Models
14 დეკემბერი
„ლენდ როვერმა“ მეორე თაობის „ფრილენდერის“ სპეციალური ვერსია შეიმუშავა, რომელსაც სახელად „ბლექ ენდ უაით“ (შავი და თეთრი) შეარქვა. ამ სერიის ავტომობილები ჩვეულებრივი „ფრილენდერისგან“ გარეგნულად და აღჭურვილობითაც განსხვავდება.

„ფერარიმ“ „ენცოს“ შემცვლელი ფოტო ტიზერებით გაგვაცნო

Ferrari Releases First Photos Of Its Enzo Replacement (F70)
14 დეკემბერი
საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელის „ფერარი ენცოს“ შემცვლელს, რომელიც ამ ეტაპზე, F70-ის სახელითაა ცნობილი. მარანელოელებმა ამ ავტომობილისთვის შემუშავებული ტექნოლოგიები უკვე გაგვაცნეს, მაგრამ მის გარეგნობაზე სიტყვაც არ დასცდენიათ და არც ესკიზები გამოუქვეყნებიათ. მხოლოდ ძლიერ შენიღბული ავტომობილის გადაღება მოხერხდა რამდენჯერმე. რაც შეეხება ავტომობილის მახასიათებლებს, მასზე კომპანიის უფროსობა მხოლოდ ზოგად ინფორმაციებს იძლეოდა...

ფეტელი წლის სპორტსმენის წოდებაზეა ნომინირებული

Nominees revealed for 2013 Laureus World Sports Awards
14 დეკემბერი

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ვინც გასულ სეზონში ზედიზედ მესამედ დაეუფლა ფორმულა ერთის ტიტულს, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენის წოდებაზეა წარდგენილი. ფეტელს კონკურენციას ბრიტანელი ველომრბოლი ბრედლი ვიგინსი, ამერიკელი სუპერ მოცურავე მაიკლ ფელპსი, მძლეოსნები - იამაიკელი სენსაცია უსაინ ბოლტი და ბრიტანელი მო ფარა, ასევე არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი უწევენ.

ორი „ფორდი“ ამერიკის „წლის საუკეთესო ავტომობილის“ ფინალისტებში

2013 North American Car and Truck/Utility of the Year finalists announced
13 დეკემბერი
ფორდ ფიუჟნი
კონკურს ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილის ორგანიზატორმა, საავტომობილო პრესის ასოციაციამ, ორივე კატეგორიაში - მსუბუქ ავტომობილებს და პიკაპებსა და უგზოობის ავტომობილებს შორის, ფინალისტები დაასახელა. ერთადერთი კომპანია, რომლის ავტომობილებიც ორივე კატეგორიაში ფიგურირებს, „ფორდია“.