დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 4, 2014

ახალი „ასტონი“ ჯეიმს ბონდისთვის

Aston Martin Unveils DB10 Built Exclusively for New James Bond Movie "Spectre"
4 დეკემბერი
დღეს ლონდონში ჯეიმს ბონდის 24-ე ფილმის, „სპექტრისთვის“ განსაკუთრებული დღეა - საზოგადოებამ ლეგენდარული აგენტის მორიგი ავტომობილი, სპეციალურად მისთვის შექმნილი „ასტონ მარტინ DB10“ გაიცნო. პრემიერა კინოსტუდია „პეინვუდ სტუდიოს“ დარბაზში მოეწყო. რა თქმა უნდა, პრემიერას იან ფლემინგის ნოველის გმირების როლების შემსრულებლები, მათ შორის ბონდი - დანიელ კრეიგი დაესწრო.

ჯეიმს ბონდს „რეინჯ როვერები“ მოპარეს

1 Million Dollars Worth of James Bond Range Rovers Stolen in Germany before Shooting
4 დეკემბერი
ბრიტანული კონოსტუდია „პაინვუდ სტუდიოს“ მალე ჯეიმს ბონდზე მორიგი, 24-ე ფილმის, „სპექტრის“ გადაღებას დაიწყებს. ამასთან დაკავშირებით, კონოსტუდიამ ლონდონში უახლესი „ასტონ მარტინ DB10-ის“ პრეზენტაციაც ჩაატარა. და ამ ავტომობილის გარდა, ფილმში გადასაღებად, ბონდის პარნიორ „იაგუარ ლენდ როვერს“, ხუთი სპეცაილურად მომზადებული „რეინჯ როვერ სპორტი“ შეუკვეთა.

„მუსტანგმა“ გაყიდვებში „კამარო“ ჩამოიტოვა

Mustang retakes monthly pony car sales crown from Camaro
4 დეკემბერი
1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ბაზარზე „ფორდ მუსტანგსა“ და „შევროლე კამაროს“ შორის უშეღავათო მეტოქეობაა. ამ პაექრობაში, ცისფერი ოვალის სიამაყეს უფრო ხშირად ჰქონდა უპირატესობა, თუმცა რამდენიმე წელია, „კამარომ“ დაწინაურება შეძლო. და მაინც, უახლესი „მუსტანგის“ გაყიდვების დაწყებიდან პირველივე სრულ თვეში, უპირატესობას ისევ „მუსტანგი“ დაეუფლა.