დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 4, 2014

ჯეიმს ბონდს „რეინჯ როვერები“ მოპარეს

1 Million Dollars Worth of James Bond Range Rovers Stolen in Germany before Shooting
4 დეკემბერი
ბრიტანული კონოსტუდია „პაინვუდ სტუდიოს“ მალე ჯეიმს ბონდზე მორიგი, 24-ე ფილმის, „სპექტრის“ გადაღებას დაიწყებს. ამასთან დაკავშირებით, კონოსტუდიამ ლონდონში უახლესი „ასტონ მარტინ DB10-ის“ პრეზენტაციაც ჩაატარა. და ამ ავტომობილის გარდა, ფილმში გადასაღებად, ბონდის პარნიორ „იაგუარ ლენდ როვერს“, ხუთი სპეცაილურად მომზადებული „რეინჯ როვერ სპორტი“ შეუკვეთა.
ბრიტანულმა კომპანიამ შეკვეთა პირნათლად შეასრულა და ავტომობილები დიუსელდორფის მახლობლად მდებარე ქალაქ ნოისში, „ლენდ როვერის“ სავარჯიშო ცენტრში ჩაიყვანა, მაგრამ ქასტინგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხუთივე მოიპარეს. ხუთივე ავტომობილი ისე იყო მოდფიცირებული, რომ გადაღებისას მათზე „დაკისრებული მოვალეობა“ შეესრულებინათ. მათთან ერთად, გამტაცებლებმა ხელს კიდევ ოთხი ავტომობილიც „გააყოლეს“. საერთო ჯამში, დაკარგული ავტომობილების ღირებულებამ მილიონ დოლარს მიაღწია. გამოცემა „ვირტშაფტს ვოხეს“ ინფორმაციით, ქურდობა ამ ავტომობილების ალპებში ტრანსპორტირების წინა დღეს მოხდა.
რა თქმა უნდა, გერმანიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით კვალს ვერ მიაგნო. გერმანული გამოცემის ვარაუდით, „ლენდ როვერს“ სასწრაფოდ ახალი ავტომობილების მომზადება მოუწევს, რადგან გადაღება მალე უნდა დაიწყოს. ფილმის პრემიერა 2015 წლის ნოემბერშია დანიშნული. მასში მთავარ როლს ისევ დანიელ კრეიგი შეასრულებს. ფილმში მონაწილეობას ასევე მონიკა ბელუჩი მიიღებს, ვინც ლუსი შიარას როლს შეასრულებს.

No comments:

Post a Comment