დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 18, 2013

ფელიპე მასას კონტაქტი „მაკლარენთანაც“ აქვს

Massa 'in contact with McLaren'
18 სექტემბერი
„ფერარიდან“ განდევნილი ფელიპე მასა კონკურენტუნარიან გუნდში მოწყობას ცდილობს და ერთ-ერთი გუნდი, რომელთანაც უკვე ჰქონდა შეხვედრა, „მაკლარენია“. ყველაზე ინტენსიური მოლაპარაკება კი „ლოტუსთან“ აქვს. ამასთან, ბრაზილიურ „გლობოსთან“ საუბრისას, მასამ განაცხადა, რომ დარჩენილ რბოლებში, თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთვის აღარ გაირჯება და იმაზე იზრუნებს, რომ კარგ გუნდებს მოაწონოს თავი.

„რეინჯ როვერ ჰაიბრიდი“ და „სპორტ ჰაიბრიდი“

Frankfurt 2013: Range Rover Hybrid and Sport Hybrid
18 სექტემბერი
ფრანკფურტის წლევანდელი მოტორ შოუ „ლენდ როვერისთვის“ იმითაა გამორჩეული, რომ იქ თავის ისტორიაში პირველი ჰიბრიდული ავტომობილები - „რეინჯ როვერ ჰაიბრიდი“ და „რეინჯ როვერ სპორტ ჰაიბრიდი“ წარადგინა, რომლებიც არამხოლოდ მაღალი სიმძლავრით და მომენტით, არამედ საწვავის ეკონომიური მოხმარებით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებული დოზით გამოირჩევა.

„ფორდ S-მაქსი“ - საშუალო ზომის კონცეპტუალური მინივენი

Ford Shows Us the Immediate Future with New S-Max Concept
18 სექტემბერი
„ფორდს“ ფრანკფურტში ორი სიახლე აქვს გამოფენილი - სედანი „მონდეო ვინიალე“ და საშუალო ზომის „S-მაქსი“. პირველი ახალი წინა-პრემიუმ დონის ავტომობილების ქვე-ბრენდ „ვინიალეს“ პირველი მერცხალია, მეორე კი, როგორც მისი სახელიც მიგვითითებს, ცისფერი ოვალის ახალი თაობის მინივენის წინამორბედია.

„დაჩია“ ალბათ ელექტრომობილსაც გამოუშვებს

Electric Dacia is possibility, says boss
18 სექტემბერი
ელექტრომობილების პოპულარობის ზრდის კვალობაზე, არაა გამორიცხული, რომ მალე რუმინულმა კომპანია „დაჩიამ“, რომელიც „რენოს“ მფლობელობაშია, ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. „დაჩია“ საბიუჯეტო ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული, ელექტრომობილები კი ჯერჯერობით ძვირად ფასობს. მაგრამ ფრანგულმა კომპანიამ უკვე დაიწყო შედარებით იაფი ელექტრომობილის, „ზოის“ წარმოება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „დაჩიას“ ასეთი ავტომობილების წარმოებაც შეუძლია.

„ფორდმა“ უკვე 2 მილიონი „ეკობუსტ“ ძრავი გამოუშვა

Ford Builds Two Millionth EcoBoost Engine Worldwide
18 სექტემბერი
„ფორდმა“ სერია „ეკობუსტის“ უკვე ორი მილიონი ძრავი გამოუშვა. ამ ტურბო აგრეგატების წარმოება ამერიკულმა კომპანიამ 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ, შესაშური ეკონომიურობისა და სიმძლავრის წყალობით, ისინი მზარდი პოპულარობით სარგებლობენ. მეორმილიონე აგრეგატია ლუისვილის (შტატი კენტუკი) ქარხანაში გამოშვებული  2.0-ლიტრიანი ძრავი, რომლითაც კომპაქტური ქროსოვერი „ისკეიპი“ აღიჭურვება.