დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 18, 2013

„დაჩია“ ალბათ ელექტრომობილსაც გამოუშვებს

Electric Dacia is possibility, says boss
18 სექტემბერი
ელექტრომობილების პოპულარობის ზრდის კვალობაზე, არაა გამორიცხული, რომ მალე რუმინულმა კომპანია „დაჩიამ“, რომელიც „რენოს“ მფლობელობაშია, ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. „დაჩია“ საბიუჯეტო ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული, ელექტრომობილები კი ჯერჯერობით ძვირად ფასობს. მაგრამ ფრანგულმა კომპანიამ უკვე დაიწყო შედარებით იაფი ელექტრომობილის, „ზოის“ წარმოება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „დაჩიას“ ასეთი ავტომობილების წარმოებაც შეუძლია.
ამ თემაზე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, კარლოს გონმა, „რენო-ნისანის“ მთავარმა აღმასრულებელმა ისაუბრა. „როცა ბაზრის მოთხოვნა იქნება, „დაჩია“ ასეთ ავტომობილს გამოუშვებს. რა თქმა უნდა, მოთხოვნის წარმოქმნისთვის ხელის შეწყობა ჩვენსავე ხელთაა. ეს კი ელექტრომობილების ფასის შემცირებით შეიძლება. ამასთან, რიგ ქალაქებთან ხელშეკრულება იქნება გასაფორმებელი, რათა მათ ელექტრომობილები შეიძინონ. როცა ქალაქებში დასამუხტი ინფრასტრუქტურა განვითარდება, იქ ელექტრომობილებს მეტი მუშტარი გამოუჩნდება. ამის კვალობაზე კი, ფასებიც შემცირდება. ასე რომ, არაფერია ისეთი, რაც „დაჩიას“ ელექტრომობილის გამოსვლას ხელს შეუშლის“, - ამბობს გონი.
ის დასძენს, რომ ბაზარზე „ბეემვეს“ და „ფოლკსვაგენის“ უახლესი ელექტრომობილების გამოსვლა, მხოლოდ ხელს შეუწყობს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის და დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარებას. და ამით „რენო“ და „ნისანიც“ მოგებულები დარჩებიან. გონი დარწმუნებულია, რომ 2020 წელს ევროპული ბაზრის დაახლოებით 10 პროცენტს ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები დაიკავებს.

No comments:

Post a Comment