დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 25, 2013

„ჯიპი“ უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს

New Jeep baby SUV for 2014
25 სექტემბერი
საავტომობილო ბაზრის ეს შედარებით ახალი სეგმენტი სულ უფრო მეტ მწარმოებელს იზიდავს. მათ რიგებს კი მალე ამერიკული „ჯიპიც“ დაემატება, რომელსაც „კრაისლერთან“ ერთად, უკვე „ფიატი“ განაგებს. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია და შეგვპირდა, რომ თავის სეგმენტში, მისი ავტომობილი უგზოობის თვისებებით ყველაზე გამორჩეული იქნება.

„ფერარი ლაფერარი“ ნურბურგრინგზე ვარჯიშობს

Ferrari's LaFerrari Rumbles and Grumbles Around the Nürburgring
25 სექტემბერი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პორშეს“ უახლესმა სუპერ ავტომობილმა (918 სპაიდერი) ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი შვიდ წუთზე ნაკლებში გაიარა, ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნამდე გავრცელდა, თუმცა ასეც რომ არ მომხდარიყო, ამ კლასის ავტომობილები „მწვანე ჯოჯოხეთს“ მაინც აუცილებლად მიაკითხავდნენ, რადგან იქ კარგი დროის ჩვენება, სხვა თუ არაფერი, მწარმოებლის პრესტიჟის საქმეა.

კონცეპტუალური „ნანუკი“ – „პარკური“ ოთხი რგოლით

Audi Nanuk Concept likes Parcour, puts four rings on it
25 სექტემბერი
შესაძლოა, ამ ავტომობილის გარეგნობა ბევრს თვალში არ მოუვიდეს და ამის გამო დაიწუნოს კიდეც, მაგრამ ძალიან შეცდება, რადგან სწორედ გარეგნობა ახასიათებს მას ზუსტად ისეთად, როგორიც აგებულება და ბუნება აქვს. ეს არის ერთდროულად სპორტული სუპერ ავტომობილიც და ყველგანმავალიც, რომელსაც არც ქვიშის შეეშინდება, არც თოვლის და ყინულის, არც ქვა-ღორღის. ასფალტზე ხომ ისე გრძნობს თავს (ტესტები უკვე ჩაუტარდა, ოღონდ როგორც ლამბორგინი პარკურს), როგორც სპეციალური სატრეკო ავტომობილი.

„ფორდ მონდეო“ ოცი წლისაა

Ford Mondeo Celebrates 20th Anniversary
25 სექტემბერი
„ფორდის“ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ევროპულ ავტომობილს, სახელად „მონდეო“, ოცი წელი შეუსრულდა. ამ ავტომობილს ამერიკული კომპანიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ცისფერმა ოვალმა სწორედ მისი წყალობით გადაარჩინა თავისი ევროპული ბიზნესი, რომელიც „სიერას“ წყალობით, უფსკრულისკენ მიექანებოდა.

ჩინურმა ავტომობილმა ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა (ვიდეო)

Qoros 3 Sedan Scores Impressive 5-Star Euro NCAP Rating
25 სექტემბერი
როგორც ჩანს, ჩინურ-ებრაულ კომპანია „ქოროსის“ ავტომობილები მალე მოიკიდებენ ფეხს ევროპულ ბაზარზე. ამის წინაპირობა კი ევრო NCAP-ის მიერ ჩატარებულმა ქრეშ ტესტებმა შექმნა, რომლებზეც სედანმა „ქოროს 3-მა“ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ამგვარად, ეს არის პირველი ჩინური ავტომობილი, რომელმაც ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა. უფრო მეტიც, ევრო NCAP-ის წლევანდელ ტესტებში ამ ავტომობილმა ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო.