დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 20, 2013

განახლებული „ევოუკი“ 9-საფეხურიანი კოლოფით

2014 Range Rover Evoque Mildly Refreshed, Gains 9sp Gearbox and New Tech
20 აგვისტო
„რეინჯ როვერ ევოუკის“ გამოშვება მართლაც საზრიანი სვლა იყო, რომელიც „ლენდ როვერმა“ გააკეთა. 18 თვე გავიდა ბაზარზე მისი გამოსვლიდან და უკვე 170 000 ცალია გაყიდული. კონცეპტუალური ავტომობილებისთვის დამახასიათებელი თამამი სტილი, მდიდრული ინტერიერი და შესაშური დინამიკური მახასიათებლები - ეს ის ინგრედიენტებია, რომლებიც „ევოუკის“ წარმატებებს განაპირობებენ. ახლახანს კი მათ კიდევ ერთი შეემატა - 9-საფეხურიანი ავტომტური კოლოფი. ამასთან, ბრიტანულმა კომპანიამ ავტომობილის ინტერიერი და ექსტერიერი კიდევ უფრო დახვეწა.

„მერსედეს-ბენცმა“ გაყიდვების ყველა დროის რეკორდი მოხსნა

Mercedes-Benz Breaks All-Time Production Record
20 აგვისტო
„მერსედეს-ბენცი“ გაყიდვების და წარმოების რეკორდებს ხსნის. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, 694 433 ცალი ავტომობილია გაყიდული, რაც 6.4 პროცენტით მეტია შარშანდელი იმავე პერიოდის გაყიდვებზე. უფრო მეტიც, გერმანულმა კომპანიამ, თავის ყველა საწარმოში, 700 000-ზე მეტი სამგზავრო ავტომობილი გამოუშვა, რაც ასევე ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია.

რაიკონენის „ფერარიში“ დაბრუნება გამორიცხული არაა

Raikkonen not ruling out Ferrari return - manager
20 აგვისტო
კიმი რაიკონენის მენეჯერი არ გამორიცხავს ფინელი მრბოლის „ფერარიში“ დაბრუნებას. მართალია, იტალიურმა გუნდმა უარყო ეს ვერსია, მაგრამ სტივ რობერტსონმა ბიბისისთან საუბრისას განაცხადა: „სანამ გუნდები თავიანთ შემადგენლობას ოფიციალურად გამოაცხადებენ, ჩემი საქმეა, მათთან მოლაპარაკება ვაწარმოო“. ფ1-ის ენაზე ეს ნიშნავს, რომ რობერტსონი „ფერარისთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს. უბრალოდ, გამოცდილმა მენეჯერმა ამის პირდაპირ თქმა არ ისურვა.