დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 20, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ გაყიდვების ყველა დროის რეკორდი მოხსნა

Mercedes-Benz Breaks All-Time Production Record
20 აგვისტო
„მერსედეს-ბენცი“ გაყიდვების და წარმოების რეკორდებს ხსნის. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, 694 433 ცალი ავტომობილია გაყიდული, რაც 6.4 პროცენტით მეტია შარშანდელი იმავე პერიოდის გაყიდვებზე. უფრო მეტიც, გერმანულმა კომპანიამ, თავის ყველა საწარმოში, 700 000-ზე მეტი სამგზავრო ავტომობილი გამოუშვა, რაც ასევე ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია.
„ჩვენ შემდგომ ზრდას ვგეგმავთ, რისთვისაც სამოდელო გამას ვაფართოებთ და წარმოების მოქნილობას ვნერგავთ. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში,  სწორედ ეს ფაქტორები დაგვეხმარა რეკორდული გაყიდვების მიღწევაში და მთლიანად წლის შედეგებზეც ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს“, - ამბობს „დაიმლერის“ მმართველი საბჭოს წევრი ანდრეას რენშლერი, ვინც „მერსედეს-ბენცის“ მსუბუქი ავტომობილებისა და ვენების წარმოებასა და შესყიდვებს კურირებს.
„მერსედეს-ბენცმა“ წინა რეკორდი შარშან დამყარა, როცა მთელი წლის განმავლობაში 1.34 მილიონი ავტომობილი გამოუშვა. წელს კი 1.4 მილიონი სამქიმიანი ემბლემის მქონე ავტომობილის გამოშვება იგეგმება. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში, შტუტგარტული კომპანია მორიგ რეკორდს მოხსნის.

No comments:

Post a Comment