დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 1, 2015

„ბუგატი“ მოდელ „შირონს“ ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნობს

Bugatti Chiron Will Appear In Geneva Sporting A $2.4 Million Price Tag
1 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „ბუგატი“ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოსთვის“ შემუშავებულ ვირტუალურ ავტომობილს წარადგენს. თუმცა ეს ერთჯერადი პროექტია, როგორებსაც კომპანიები საკუთარი შესაძლებლობების და მომავლის ხედვის წარმოსაჩენად იყენებენ. ფრანგული კომპანიაც ასე აპირებს - ამ პროექტით, საკუთარი ახალი სტილის ელემენტებს გაგვაცნობს.

„ჰონდას“ ძრავი „რენოსას“ 25 ცხენის ძალით სჯობნის

Honda Motorsport Chief Believes Their F1 Engine Is 25 HP Clear Of Renault
1 სექტემბერი
„ჰონდა მოტორსპორტის“ შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ მისი მისი გუნდის მიერ შემუშავებული აგრეგატის სიმძლავრე, დაახლოებით 25 ცხენის ძალით მეტია „რენოსაზე“, თუმცა ლიდერ „მერსედესისას“ 40-50 ცხენით ჩამორჩება. რაც შეეხება „ფერარის“, „ჰონდა“ ჯერ ვერც მას დაეწია, რადგან იტალიელებს ძალიან კარგი შიდაწვის ძრავი აქვთ. თუმცა სხვა კომპონენტების ხარჯზე, მათთან ჩამორჩენა მხოლოდ 30 ცხენის ძალაა.