Bugatti Chiron Will Appear In Geneva Sporting A $2.4 Million Price Tag
1 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „ბუგატი“ ვიდეოთამაშ „გრან
ტურიზმოსთვის“ შემუშავებულ ვირტუალურ ავტომობილს წარადგენს. თუმცა ეს ერთჯერადი
პროექტია, როგორებსაც კომპანიები საკუთარი შესაძლებლობების და მომავლის ხედვის
წარმოსაჩენად იყენებენ. ფრანგული კომპანიაც ასე აპირებს - ამ პროექტით, საკუთარი
ახალი სტილის ელემენტებს გაგვაცნობს.
მაგრამ „ბუგატისგან“ მთავარი მოლოდინი მაინც სულ
სხვაა. და ის „ვეირონის“ შემცვლელს უკავშირდება, რომელსაც ხშირად სახელ „შირონით“
მოიხსენიებენ. ამ ავტომობილის პროტოტიპი „ბუგატიმ“ ახლახანს თავის რჩეულ კლიენტურას,
პებლ ბიჩის ფესტივალისას, დახურულ ჩვენებაზე წარუდგინა. მაგრამ როდის გამოვა ის ბაზარზე,
ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაფარულია.
თუმცა, ახლახანს ბრიტანულმა ჟურნალმა „ქარ მეგზინმა“
გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ჰიპერ ავტომობილის პრემიერა, ჟენევის
მოტორ შოუზე (მარტში) იგეგმება. იმავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი ჰიპერ ავტომობილი
2.2 მილიონი ევრო (დაახლოებით 2.46 მილიონი დოლარი) ეღირება. და ესეც საბაზო
შესრულებით. რა თქმა უნდა, მის სპეც ვერსიებს მყიდველს გაცილებით ძვირად
შესთავაზებენ.
შედარებისთვის, „ვეირონი“ დაახლოებით 1.0 მილიონი დოლარით
ნაკლები ღირდა. ამასთან საინტერესოა ისიც, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს ყოველი საბაზო
„ვეირონის“ წარმოება 4.6 მილიონი ევრო უჯდებოდა. რა თქმა უნდა, დანაკარგები სპეც
ვერსიებზე ნაკლები იყო, მაგრამ არცერთ გაყიდულ „ვეირონს“ მოგება არ მოუტანია.
არაოფიციალური
ინფორმაციით, „შირონი“ ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 1500 ცხენის
ძალას მიაღწევს. ჰიბრიდულ სისტემაში „ვეირონის“ 8.0-ლიტრიანი W16 აგრეგატი შევა,
რომელსაც ოთხი ელექტროტურბო კომპრესორი მოემსახურება. „ბუგატი“ ახალ ჰიპერ
ავტომობილს მხოლოდ 500 ცალს გამოუშვებს და გავრცელებული ინფორმაციით, მათზე კომპანიას
კლიენტებისგან შეკვეთები უკვე მიღებული აქვს.
No comments:
Post a Comment