დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 21, 2014

მარკიონემ „ჯიპს“ გაყიდვების გაორმაგება დაუგეგმა

Marchionne Wants to More Than Double Jeep’s Global Sales by 2018
21 მაისი
„ფიატ კრაისლერ ავტომობილზის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ განვითარების გეგმაში, განსაკუთრებული ყურადღება „ჯიპს“ ეთმობა. გეგმის მიხედვით, უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული ამერიკული ბრენდის გაყიდვები, დაახლოებით უნდა გაორმაგდეს. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს „ჯიპმა“ 1.9 მილიონი ავტომობილი უნდა გაჰყიდოს.

„სეატის“ საიუბილეო კონცეპტუალური როდსტერი „იბიცა კუპსტერი“

Seat Chops the Roof Off the Ibiza for Wörthersee
21 მაისი
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ფესტივალზე, რომელიც ავსტრიის ვორთერზეე ტრეფენში 28-31 მასს გაიმართება, გერმანულ ჯგუფში შემავალი ყველა კომპანია კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს. მათ შორის იქნება ესპანური კომპანია „სეატიც“, რომელმაც „ოჯახური“ გამოფენისთვის კონცეპტუალური როდსტერი - „იბიცა კუპსტერი“ მოამზადა, რომლითაც მოდელ „იბიცას“ წარმოების დაწყებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„მერსედესი“ ფ1-ის ტექნოლოგიებს საგზაო მოდელებზე დანერგავს

Mercedes to use Formula 1 engine tech centre to develop road cars
21 მაისი
„მერსედეს-ბენცის“ განვითარების დივიზიონის შეფმა თომას ვებერმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია თავისი საგზაო ავტომობილებისთვის, ფორმულა 1-ის ძრავების განვითარების საკუთარ ცენტრს გამოიყენებს. „მერსედეს AMG ჰაი პერფორმენს პაუერტრაინსის“ ცენტრი ბრიქსუორტში (ბრიტანეთი) მდებარეობს. სწორედ იქაა შემუშავებული უახლესი ჰიბრიდული აგრეგატი, რომლის წყალობითაც, სამქიმიანებს ფ1-ის გუნდს ამ სეზონში ბადალი არ ჰყავს.

„პულსარი“ - „ნისანის“ ახალი ევროპული ბესტ სელერი?

Nissan Reveals New Pulsar Compact Hatch to Fight Focus, Megane and Golf
21 მაისი
„ნისანი“ ევროპის ბაზარზე ძველ სახელ „პულსარს“ აბრუნებს, რათა ყველაზე პოპულარულ, C-სეგმენტში აღიდგინოს პოზიციები და ამ სეგმენტის ისეთ აღიარებულ ლიდერებს წაართვას ბაზრის წილი, როგორებიცაა მსოფლიო ბესტ სელერი „ფორდ ფოკუსი“, „რენო მეგანი“, „ოპელ ასტრა“ და რა თქმა უნდა, „ფოლკსვაგენ გოლფი“. ახალი „პულსარი“ უკვე მივიწყებული „ალმერას“ პირდაპირი შთამომავალია, რომლის წარმოებაც 2006 წელს შეწყდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ სახელით ავტომობილები კვლავაც იყიდება ავსტრალიაში და ზოგ სხვა ქვეყანაშიც.

„ლენდ როვერმა“ შესაძლოა პატარა „დისქავერიც“ გამოუშვას

Land Rover Discovery ‘family’ could include a Jeep Renegade-sized micro SUV
21 მაისი
არაა გამორიცხული, რომ „ლენდ როვერის“ მოდელ „დისქავერის“ ოჯახში, სამზე მეტი ავტომობილი გაერთიანდეს. ამაზე თვით ბრიტანული კომპანიის დიზაინ სტუდიის დირექტორი რიჩარდ ვული ლაპარაკობს. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ სახელ „დისქავერის“ ქოლგის ქვეშ სამზე მეტი ავტომობილი შევიდეს.