დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 21, 2014

„მერსედესი“ ფ1-ის ტექნოლოგიებს საგზაო მოდელებზე დანერგავს

Mercedes to use Formula 1 engine tech centre to develop road cars
21 მაისი
„მერსედეს-ბენცის“ განვითარების დივიზიონის შეფმა თომას ვებერმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია თავისი საგზაო ავტომობილებისთვის, ფორმულა 1-ის ძრავების განვითარების საკუთარ ცენტრს გამოიყენებს. „მერსედეს AMG ჰაი პერფორმენს პაუერტრაინსის“ ცენტრი ბრიქსუორტში (ბრიტანეთი) მდებარეობს. სწორედ იქაა შემუშავებული უახლესი ჰიბრიდული აგრეგატი, რომლის წყალობითაც, სამქიმიანებს ფ1-ის გუნდს ამ სეზონში ბადალი არ ჰყავს.

ბრიქსუორტის ცენტრს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ როცა ფ1-ის აგრეგატის ინტენსიური განვითარების პერიოდი დასრულდება, თავისი შესაძლებლობები სხვა პროექტებზე მიმართოს. ჟურნალ „ავტოქარის“ შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება ბრიქსუორტის ცენტრის ჩართვა საგზაო ავტომობილების შემუშავების პროცესში, ვებერმა უპასუხა:
„ეს უკვე გადაწყვეტილია. AMG-სთან ერთად, ჩვენმა ცენტრმა უკვე განიხილა იდეები, თუ რისი გაკეთება შეიძლება ერთობლივად. ფ1-ში ახალი ტექნოლოგები დაინერგა და ახლა დადგა პერიოდი, როცა ტექნიკური განვითარების პროცესი გაიყინება. ასეთ სიტუაციაში, პერსონალი უნდა შეგვეკვეცა, რათა ხარჯები შემცირებულიყო. მაგრამ ასეთი კვალიფიციური თანამშრომლების დათხოვნა უაზრო ფუფუნება იქნება და მე მაქვს იდეები, თუ როგორ შეიძლება მათი უკეთ გამოყენება. არაა გამორიცხული, რომ უმაღლესი კლასის ავტომობილების გამოშვებაც გადავწყვიტოთ“.
ვებერს არ დაუზსტებია, თუ რომელ პროექტებზე შეიძლება ერთობლივი თანამშრომლობა. დიდი ალბათობით, სამქიმიანებს ყველაზე მეტად, ჰიბრიდული აგრეგატის შემუშავებასა და წარმოებაში ბრიქსუორტელთა გამოცდილება გამოადგებათ. სხვათა შორის, სწორედ ამ ცენტრმა შეიმუშავა სუპერ ელექტრომობილ „AMG SLS ელექტრიკ დრაივის“ ძალური დანდგარი.

ცნობისათვის, „მერსედეს AMG ჰაი პერფორმენს პაუერტრაინსის“ ბრიქსუორტის ცენტრის შტატი დაახლოებით 400 მაღალკვალიფიციურ ინჟინერს აერთიანებს. თავის მხრივ, ეს ცენტრი „მერსედეს-ბენცის“ ტექნოლოგიური ცენტრის ნაწილია.

No comments:

Post a Comment