დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 20, 2013

„ბენტლიმ“ მიზანში „რეინჯ როვერი“ ამოიღო

Bentley targeting Range Rover with 12-cylinder SUV
20 სექტემბერი
„ბენტლი“ უგზოობის ავტომობილის წარმოებას 2016 წელს დაიწყებს. მასზე ბრიტანული კომპანია დიდ იმედებს ამყარებს და ვარაუდობს, რომ მისი მეშვეობით, მნიშვნელოვნად გაზრდის. არადა, კონცეპტუალურმა ავტომობილმა (EXP 9 F), რომელიც „ბენტლიმ“ პირველად შარშან, ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა, ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მიიღო. ამის გამო, კომპანიამ ერთი პირობა, მისი გამოშვება გადაიფიქრა კიდეც, შემდეგ კი მისი დიზაინის შეცვლა გადაწყვიტეს. თუმცა საბოლოოდ ბევრი არაფერი შეუცვლიათ.

„კატერჰემმა“ კონცეპტუალური „აეროსევენ“ სინგაპურში გაგვაცნო (ვიდეო)

Caterham’s AeroSeven Concept Previews 2014 Production Model
20 სექტემბერი
ფორმულა ერთის სინგაპურული ეტაპის წინ, ბრიტანულმა „კატერჰემმა“, რომელიც მალაიზიელ მილიარდერ ტონი ფერნანდესს ეკუთვნის, კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი „აეროსევენი“ წარადგინა, რომელსაც მალე სერიული ავტომობილის სახით გამოიტანს ბაზარზე. ეს არის პირველი ავტომობილი, რომლის შემუშავებაშიც “კატერჰემის“ ჯგუფის ყველა წამყვანმა სპეციალისტმა, მათ შორის, ფ1-ის გუნდ „კატერჰემის“ წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.

„ჰიუნდაიმ“ ნურბურგრინგზე სატესტო ცენტრი გახსნა

Hyundai Begins Testing at New Nürburgring Facility
20 სექტემბერი
„ჰიუნდაიმ“ ნურბურგრინგის ტრეკის ჩრდილოური მარყუჟის შესასვლელთან, ახალი სატესტო ცენტრი გახსნა, რომლის მშენებლობასა და მოწყობასაც 6.6 მილიონი ევრო მოახმარა. მართალია, ინვესტიციის მოცულობა შთამბეჭდავად არ გამოიყურება, მაგრამ ეს ამბავი განსაკუთრებულია კორეული კომპანიისთვის, რადგან ცენტრი მას ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების სრულყოფაში დაეხმარება.

„ლოტუსი“ კორეაში გრძელბაზიანი ბოლიდით იასპარეზებს

Lotus set to race long-wheelbase F1 car from the Korean Grand Prix
20 სექტემბერი
„ლოტუსმა“ გადაწყვიტა, კორეის დიდი პრიზიდან მოყოლებული, თავისი მანქანის გრძელბაზიანი ვერსიით იასპარეზოს, რადგან მისი ინჟინრები თვლიან, რომ ის ახლანდელ ვერსიაზე უკეთესია. გრძელბაზიანი ავტომობილი პირველად კიმი რაიკონენმა იტალიის დიდი პრიზის პრაქტიკებზე გამოსცადა, მაგრამ გუნდმა გადაწყვიტა, რომ ეს ვერსია ჯერ ბოლომდე არ იყო შესწავლილი და ამიტომ, კვალიფიკაციაზე და რბოლაში, ძველი ბოლიდით იასპარეზა.

სინგაპურში სარბოლო მოთელვა დაიწყო

Motor racing-Vettel dominates Singapore practice
20 სექტემბერი
ფორმულა ერთის ქარავანმა ევროპა დატოვა და მსოფლიოს გარშემო ვოიაჟს სინგაპურიდან იწყებს, სადაც ღამის რბოლით ასიამოვნებს ავტოსპორტის მოყვარულთ. თუმცა, ბევრმა უკვე ინტერესი დაკარგა და ამაში დამნაშავენი სებასტიან ფეტელი და „რედ ბული“ (ედრიან ნიუის თამადობით) არიან, რომლებმაც სეზონის დასრულებამდე შვიდი ეტაპით ადრე, მეტოქეებს ჩემპიონობის იმედი პრაქტიკულად გადაუწურეს.

პირველი ნაბიჯი საერთაშორისო არენაზე

20 სექტემბერი
კიდევ ერთ ქართველ ახალგაზრდა მრბოლს, ირაკლი ჩხეიძეს გაუჩნდა შანსი იმისა, რომ დიდ ავტოსპორტში გაიკვალოს გზა. 22-25 სექტემბერს, აბუ დაბის იას მარინა ცირკვიტზე, ზუსტად იმ ტრეკზე, სადაც თვენახევრის შემდეგ, ფორმულა ერთის რბოლა ჩატარდება, ის მონაწილეობას მიიღებს ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის 15 ქვეყნის ახალგაზრდა მრბოლების ტესტებში, რომელთა შედეგადაც, სპეციალური კომისია, ახალგაზრდა მრბოლთა სრულყოფის აკადემიის კურსანტებს შეარჩევს.