დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 20, 2013

„ბენტლიმ“ მიზანში „რეინჯ როვერი“ ამოიღო

Bentley targeting Range Rover with 12-cylinder SUV
20 სექტემბერი
„ბენტლი“ უგზოობის ავტომობილის წარმოებას 2016 წელს დაიწყებს. მასზე ბრიტანული კომპანია დიდ იმედებს ამყარებს და ვარაუდობს, რომ მისი მეშვეობით, მნიშვნელოვნად გაზრდის. არადა, კონცეპტუალურმა ავტომობილმა (EXP 9 F), რომელიც „ბენტლიმ“ პირველად შარშან, ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა, ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მიიღო. ამის გამო, კომპანიამ ერთი პირობა, მისი გამოშვება გადაიფიქრა კიდეც, შემდეგ კი მისი დიზაინის შეცვლა გადაწყვიტეს. თუმცა საბოლოოდ ბევრი არაფერი შეუცვლიათ.
ბრიტანული კომპანია არ მალავს, რომ მისი უგზოობის ავტომობილი, უშუალოდ „რეინჯ როვერის“ კონკურენტი იქნება. და ეს კონკურენცია, პრაქტიკულად ყველა ასპექტში (ყველგანმავლის თვისებები, კომფორტი, დინამიკა და სხვა) აისახება. რა თქმა უნდა, ძალიან გაბედული ამბიციაა კომპანიისთვის, რომელსაც უგზოობის ავტომობილები არასდროს უწარმოებია. მაგრამ „ბენტლის“ მარკეტოლოგებმა დაადგინეს, რომ მათი ავტომობილების მყიდველთა დაახლოებით 30 პროცენტს, ფარეხში „რეინჯ როვერიც“ უყენია. და კომპანიამაც ამ გემრიელი ნაჭრის დაგემოვნება გადაწყვიტა...
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ავტომობილს სახელად „ფალკონი“ ერქმევა. ფრანკფურტის მოტორ შოუს დროს, „ბენტლის“ მარკეტინგის შეფმა კევინ როუზმა გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განცხადა, რომ „ფალკონი“ „რეინჯ როვერზე“ ძვირი ეღირება. სავარაუდო ფასად მან 180 000 ევრო დაასახელა. ეს კი „რეინჯ როვერის“ სასტარტო ფასზე თითქმის ორჯერ მეტია. ცნობილია ისიც, რომ „ფალკონი“ ოთხ, ხუთ და შვიდსავარძიანი სალონებით გამოვა. და რაც მთავარია, მის განკარგულებაში, გაცილებით მეტი ცხენის ძალა იქნება...
ადრე „ბენტლი“ განიხილავდა „ფალკონის“ V8 ძრავით და ჰიბრიდული სისტემით აღჭურვის შესაძლებლობას. ბოლო ინფორმაციით კი არჩევანი 12-ცილინდრიან (W კონფიგურაციით, ანუ ცილინდრების სამრიგა განლაგებით) ძრავზე შეჩერდა. ძრავს მყიდველს ფორსირების ორი ხარისხით შესთავაზებენ, რომელთა სიმძლავრეც 575 და 650 ცხენის ძალა იქნება. შედარებისთვის, „რეინჯ როვერის“ საბაზო ვერსიის სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა, „პორშე კაიენის“ ვერსია “ტურბო S-ისა“ კი - 550 ცხენის ძალა. სხვათა შორის, „ფალკონი“ სწორედ ამ უკანასკნელის ახალი თაობის მოდელის პლატფორმაზე აიგება. სხვათა შორის, იმავე პლატფორმას „აუდი“ თავისი ახალი Q7-სთვის, „ლამბორგინი“ კი თავისი პირველი უგზოობის ავტომობილის, „ურუსისთვის“ გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment