დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 16, 2014

„ფორდმა“ შარშან 8.6 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო

Ford Reports 2013 Pre-Tax Profit of $8.6 Billion, Highest in More than a Decade
16 თებერვალი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ შარშან მისმა მოგებამ (გადასახადების გადახდამდე) 8.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მოგებაზე 603 მილიონი დოლარით მეტია. ეს ცისფერი ოვალის უდიდესი მოგებაა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს კი შესაძლებელი გახადა შეერთებული შტატებისა და აზია წყნარი ოკეანის (განსაკუთრებით ჩინეთის) ბაზრებზე მოგების ზრდამ. იმავდროულად, სამხრეთ ამერიკაში ბიზნესი კვლავ მოგების გარეშე მუშაობს, ევროპაში კი კვლავაც წაგება მოაქვს, თუმცა წაგების მოცულობა განუხრელად და გეგმის შესაბამისად მცირდება.

„ჰიუნდაი“ კიდევ ერთ სიახლეს ამზადებს

Beijing Motor Show 2014: Hyundai ix25 compact SUV to be shown
16 თებერვალი
ინდურ ავტო ექსპოზე კომპაქტურ სედან „Xცენტის“ პრემიერის შემდეგ, „ჰიუნდაი“ კიდევ ერთ, ამჯერად უკვე სერიულ სიახლეს ამზადებს, რომელსაც პეკინის მოტორ შოუზე წარადგენს. ავტომობილს ix25 ჰქვია და ეს უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილია. ამ ავტომობილის სატესტო პროტოტიპებს, დიდი ხანია, ინტენსიური ტესტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვედეთსა და ჩინეთში უტარდება.

„რენო-ნისანის“ გაყიდვები რეკორდულ დონემდე გაიზარდა

Renault-Nissan car sales rose 2% in 2013, boosted by China, U.S. growth
16 თებერვალი
 „რენო-ნისანის“ ალიანსის გაყიდვები შარშან 2 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ ზღვარს - 8.27 მილიონ ავტომობილს მიაღწია. გაყიდვების საერთო მაჩვენებლის ზრდას, ხელი ჩინეთისა და შეერთებული შტატების ბაზრებზე რეკორდულმა შედეგებმა შეუწყო.