დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 23, 2014

„რენო ეოლაბი“ - მომავლის ავტომობილი პარიზის მოტორ შოუზე

Renault to show 282mpg Eolab concept car at Paris motor show
23 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „რენოს“ კონცეპტუალური B-სეგმენტის მოდელი „ეოლაბი“ გახდება, რომელიც საწვავის ძალიან ეკონომიური მოხმარებით კი გამოირჩევა, მაგრამ როგორც ფრანგული კომპანია ამბობს, ბაზარზე მისი გამოჩენა, ამ ათწლეულში მოსალოდნელი არაა. ავტომობილს კართა ასიმეტრიული განლაგება (2+1 - ერთი მძღოლის მხარეს და ორი - მეორე მხარეს) აქვს და როგორც „რენო“ ამბობს, მასზე დაახლოებით 100 სიახლეა გამოყენებული.

„ინფინიტი Q80 ინსპირეიშნ“ – „პორშე პანამერას“ მომავალი მეტოქე

Infiniti Q80 Inspiration concept previews Porsche Panamera fighter
23 სექტემბერი
„ინფინიტიმ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის, „Q80 ინსპირეიშნის“ შესახებ ინტერნეტით პირველი ინფორმაცია და ესკიზები გაავრცელა და გვამცნო, რომ ამ ავტომობილს მალე ვიხილავთ ლუქსის კლასის ოთხკარიანი ფასტბეკების სეგმენტში. ცნობისათვის, ამ სეგმენტის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გამორჩეული „ბინადარია“ „პორშე პანამერა“.

მალე ევროპაში: ახალი „ფორდ მონდეო“

Ford Details New Mondeo's Lineup, Gets 210PS 2.0-Liter Biturbo Diesel
23 სექტემბერი
ავტომობილი, რომელსაც „ფორდი“ მის მიერ ევროპის ბაზარზე შეტანილ ავტომობილებს შორის, ტექნოლოგიურად ყველაზე სრულყოფილად მოიხსენიებს, მალე ძველი კონტინენტის მყიდველთათვის ხელმისაწვდომი გახდება. ორი წლის დაგვიანებით, თუმცა მთელი თავისი სრულყოფილებით, სედანი „მონდეო“ მალე ევროპელთა წინაშე, პარიზის მოტორ შოუზე წარსდგება. შემდეგ კი შოურუმებშიც გამოჩნდება.

„როლს-როისის“ ყველაზე დიდი საბითუმო პარტია

Largest Fleet Of Rolls-Royce Phantoms Ever Ordered Headed To Louis XIII Hotel In Macau
23 სექტემბერი
„როლს-როისს“ ავტომობილების ყველაზე დიდი პარტია შეუკვეთა ჰონ კონგელმა ბიზნსმენმა სტივენ ჰუნმა, ვისაც სურს, რომ მის სასტუმრო „ლუი XIII-ს“, რომელიც ქალაქ მაკაოში შენდება, სტუმრებს ყველაზე მდიდრული ავტომობილები ემსახურებოდეს. მან ბრიტანულ კომპანიას 30 ცალი გრძელბაზიანი „ფანტომი“ შეუკვეთა, რომელთა შორისაც ყველაზე გამორჩეული ორი ეგზემპლარი უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც ამ ორ ეგზემპლარს სასტუმრო ჩაიბარებს, მათ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული „ფანტომების“ საპატიო წოდებითაც მონათლავენ.