დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 23, 2014

„რენო ეოლაბი“ - მომავლის ავტომობილი პარიზის მოტორ შოუზე

Renault to show 282mpg Eolab concept car at Paris motor show
23 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „რენოს“ კონცეპტუალური B-სეგმენტის მოდელი „ეოლაბი“ გახდება, რომელიც საწვავის ძალიან ეკონომიური მოხმარებით კი გამოირჩევა, მაგრამ როგორც ფრანგული კომპანია ამბობს, ბაზარზე მისი გამოჩენა, ამ ათწლეულში მოსალოდნელი არაა. ავტომობილს კართა ასიმეტრიული განლაგება (2+1 - ერთი მძღოლის მხარეს და ორი - მეორე მხარეს) აქვს და როგორც „რენო“ ამბობს, მასზე დაახლოებით 100 სიახლეა გამოყენებული.
„ეოლაბი“ (EOLAB) შედგენილი სიტყვაა და არის ორი სახელის/სიტყვის - „ეოლუსის“ (Aeolous), ბერძნულ მითოლოგიაში ქარის ღმერთის და „ლაბორატორიის“ კომბინაციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, უკვე აშკარაა მითითება - ავტომობილს ძალიან დახვეწილი აეროდინამიკა აქვს და მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.235-ია. შესაბამისად, ის ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ჰაერის წინააღმდეგობის დაძლევაზე და საწვავსაც ძალიან ეკონომიურად მოიხმარს.
„ეოლაბის“ საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე მხოლოდ 1.0 ლიტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში ის მხოლოდ 22 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. სხვათა შორის, „ფოლკსვაგენმა“ თავისი XL1-ით უკეთეს შედეგებს მიაღწია - ას კილომეტრს 0.9 ლიტრი საწვავით გადის, ატმოსფეროში კი 21 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ოღონდ, ეს ავტომობილი მხოლოდ ორადგილიანია, იყენებს დიზელის ძრავს, მზადდება შეზღუდული ტირაჟით და ძალიან ძვირი - 123 500 ევრო ღირს.
„ეოლაბი“ კი გაბარიტებით ჩვეულებრივი სუბკომპაქტური ჰეჩბეკია და როგორც „რენო“ აცხადებს, მისი სერიული ვერსია არც ძვირი უნდა ღირდეს. კონცეპტის შემუშავებისას, ინჟინრებმა სამ ძირითად ასპექტზე გაამახვილეს ყურადღება. ესენია სიმსუბუქე, დახვეწილი აეროდინამიკა და „Z.E. ჰაიბრიდ“ სისტემა. ამ სისტემაში ბენზინის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი SCe ძრავი (75 ცხენის ძალა და 95 ნიუტონმეტრი) ელექტრო ძრავია (67 ცხენის ძალა და 200 ნიუტონმეტრი) გაერთიანებული. ელექტრული აგრეგატი 3-საფეხურიანი ტრანსმისიის სტრუქტურაში შედის, რომელიც შიდაწვის ძრავს ქუროს გარეშე უკავშირდება. სისტემა წინა ბორბლებს ატრიალებს.
ავტომობილის კონსტრუქციაში არაერთი მსუბუქი მასალა და კონსტრუქციაა გამოყენებული. მაგალითად, ძალიან თხელი საქარე შუშა, მაგნუმის სახურავი, ფიქსირებული კაპოტი და სხვა. რა თქმა უნდა, კონსტრუქციაში უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტი და ალუმინი. ამ ყველაფრის წყალობით, „ეოლაბი“ მხოლოდ 955 გრამს იწონის, რაც დაახლოებით 400 კილოგრამით ნაკლებია სერიული „კლიოს“ წონაზე. კარგი აეროდინამიკური მახასიათებლების მისაღწევად, კონცეპტი აქტიური ელემენტებით აღიჭურვა, რომელთა შორისაცაა სპოილერი, ელერონები, ჟალუზებიანი ბორბლები და სხვა.
როგორც კომპანია განმარტავს, სრულყოფილი აეროდინამიკის წყალობით, ავტომობილი მკვეთრად ამცირებს ენერგიის მოხმარებას. კერძოდ, 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, მარტო ამის ხარჯზე, საწვავის მოხმარება „კლიოსთან“ შედარებით, 1.2 ლიტრით არის შემცირებული.

დაბოლოს, კონცეპტ „ეოლაბის“ პრემიერას „რენო“ პარიზის მოტორ შოუზე მოაწყობს.

No comments:

Post a Comment