დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 27, 2014

„ლამბორგინი“ უგზოობის „ურუსს“ სლოვაკეთში გამოუშვებს

Lamborghini Urus SUV will Reportedly Be Built in Slovakia from 2017
27 აპრილი
რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, „ლამბორგინის“ უგზოობის მოდელ „ურუსს“, „ფოლკსვაგენის“ სლოვაკეთის ქარხანა გამოუშვებს. ავტომობილის წარმოება 2017 წელს დაიწყება. ავტომობილი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მოდულურ პლატფორმა MLB-ზე აიგება, რომელსაც „პორშე“ თავისი „კაიენის“ შემდგი თაობისთვის გამოიყენებს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „აუტომობილვოხე“ ავრცელებს.

ფეტელი ბარსელონაში ახალი შასით იასპარეზებს

Marko suspects 'crack' in Vettel's car
27 აპრილი
ბარსელონას დიდ პრიზზე, სებასტიან ფეტელი სრულიად ახალ შასის მიიღებს. როგორც ირკვევა, მის „სუზის“ სტრუქტურული დაზიანება აქვს, რაც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, თავის ახალ თანაგუნდელ დანიელ რიკარდოსთან ბრძოლის საშუალებას არ აძლევს. და ტრასაზე ისე ჩანს, რომ ავსტრალიელი მასზე სწრაფია. ყოველ შემთხვევაში, ეს მათს შედეგებზე აისახება.